დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ქართუს" გაკეთებული პარკი არ გვინდაო, ადამიანი რომ დაწერ, რაზე უნდა ესაუბრო ასეთს?" 10.06.2021 12:51

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნას ეხმაურება:

 

"ეს უფრო სრულყოფილი ვიდეოა, დაათვალიერეთ.

 

წელიწადში 2,5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს. შეიქმნა 1200 მუდმივი სამუშაო ადგილი.

 

რაღამც ნაცმოს ტელევიზიები ქადაგებენ დღე და ღამე ქვეყანა დაპაუზდაო, ესე იგი დაპაუზდა, აბა რა? ახალი ტერმინალები, 200 კმ ავტობანი, ათასობით კმ ადგილობრივი გზის მოასფალტება, ახალი ტექნოუნივერსიტეტი, 200 ახალი სკოლა, ასობით კაპიტალურად შეკეთებული, 700-ზე მეტი ახალი საწარმო (ვისაც გაინტერესებთ, მოგაწვდით), წყალმომარაგების ახალი სისტემების მშენებლობა თითქმის ყველა რეგიონში, ფერმერების დახმარების უამრავი პროგრამა (მოუვლელი მიწა აღარ რჩება), დევნილთათვის ბინების მშენებლობა, გაყინული მშენებლობების გაცოცხლება, ჩვენი მასშტაბით გიგანტური თბოელექტროსადგური, ხეხილის, ყურძნის არნახული მოსავალი, ღვინის ქარხნები, ხეხილის შესანახი სამაცივრო მეურნეობები, ახალი სტადიონები (რაგბის, ფეხბურთის), საცურაო და სპორტული კომპლექსები და უამრავი სხვა რამ, დენდროპარკი, პარკები, ტურისტული და კულტურული ობიექტები, სახლ-მუზეუმები, სხვა ქვეყანაში კეთდება?

 

უფრო მეტის გაკეთება თუ გვსურს, დაპაუზებულიაო კი არ უნდა ვიძახოთ, უკეთ და მეტი როგორ გაკეთდეს, იმაზე უნდა იყოს კვალიფიციური მსჯელობები. ეს იქნება ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლო.

 

"ქართუს" გაკეთებული პარკი არ გვინდაო, ადამიანი რომ დაწერ, რაზე უნდა ესაუბრო ასეთს?

 

პარკებს რომ აკეთებთ, ხალხს დაეხმარეთო, წერენ. პარკს ხალხი აშენებს და ამაში ხელფასს უხდიან. ეკონომიკა ასე იქმნება.

 

ეს ტერმინალიც ხალხმა ააშენა, ანაზღაურება აიღო და 1200 ადამიანი მუდმივ სამსახურს იპოვის,"- წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ