15:26 10.06.2021
მეუფე იაკობი - სააკაშვილმა კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს

 

მე ვთქვი და ცუდად მოვიქეცი, მაგრამ შენ რომ ქვეყანაში ისევ პირველკაცობა და მობრუნება გინდა, სააკაშვილმა კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ, ახლა დამალული რომ არის, ასე გამოეხმაურა მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვას გამოეხმაურა.

მეუფე იაკობის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბელადომანიას უნდა შეეშვას.

„მიშა რაღაცას რომ ამბობს ჩემზე, მე ვთქვი და ცუდად მოვიქეცი, მაგრამ შენ რომ ქვეყანაში ისევ პირველკაცობა და მობრუნება გინდა, იქიდან რომ ასე გვეუხეშები, კარგად გაიხსენოს, პრეზიდენტი რომ იყო თუ მიბედავდა რამეს აქ, ახლა დამალული რომ არის, ჩამოვიდეს აბა და შემხვდეს, მერე ჩვენი შეხვედრა გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა. გაქცეული როცა ხარ, რა ვქნა… ბელადომანიას უნდა მოეშვათ, ბიძინა ხომ წავიდა, წავიდეს ეგეც, მაგანაც თავი გაანებოს და მელიაც სხვანაირად მოიქცევა, ხალხიც უფრო დაგიჭერთ მხარს. ჯერ არ მოსულხართ, მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა გქონდეთ თავში, მე რომ ასე დამიწყებენ…

აბა, გაიხსენონ, 2012 და 2013 წლების არჩევნები რატომ წააგეს? დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ, თავად ნახავენ. თუ უნდათ, რომ ასე მაჩანჩალები იყვნენ, რაღა ვქნა, თუ უნდათ, საქართველოსთვის კარგი აკეთონ, მოიქცნენ წესიერად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველ ივნისს უპასუხა ბოდბელ ეპისკოპოს მეუფე იაკობს, რომელმაც განაცხადა: „დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი, გინდა, არ მოსწონდეს მმართველი პარტია, „ნაციონალების“ დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას, არ დაუშვებს, ვიცი განწყობა, იარაღსაც აიღებენ ხელში, იქიდან მობრუნება რომ დაიწყონ“.

მიხეილ სააკაშვილმა მეუფე იაკობს მიმართა: „ემანდ, ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, „მეუფე“.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge