ერევანი-ბათუმის მატარებლის მიმოსვლის განახლებას სომხური პრესა ეხმაურება

სომხურ პრესაში გამოქვეყნდა მასალები საქართველოსთან სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. როგორც ცნობილია, ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სატრანსპორტო-სარკინიგზო კავშირი კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეწყვეტილი. 

 


გაზეთი „გოლოს არმენიი“ («Голос Армении») აქვეყნებს სტატიას სათაურით „კომფორტით - საქართველოში“, რომელიც ეხება 15 ივნისიდან ერევანი-ბათუმის მარშრუტის მქონე სამგზავრო-ტურისტული მატარებლის მიმოსვლის დაწყებას. 

 


როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ერევანი-ბათუმის მიმართულების მქონე პირველი სატესტო რეისი ერევნის რკინიგზის სადგურიდან საქართთველოსკენ 9 ივნისს დაიძრა. მატარებელს სრულიად ახალი ვაგონები აქვს - სომხეთის რკინიგზის კომპანიას „სამხრეთ-კავკასიურ რკინიგზას“ (რომელსაც „რუსეთის რკინიგზები“ მართავს), ახალი ვაგონები ტვერის ვაგონმშენებელმა ქარხანამ მიაწოდა. ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე კომფორტის ყველა საშუალებით. როგორც „სამხრეთკავკასიური რკინიგზის“ გენდირექტორი ალექსი მელნიკოვი აღნიშნავს, საქართველოს შავიზღვიპირა კურორტებზე დასასვენებლად გამგზავრებული სომეხი მოქალაქეები მატარებელში თავს შესანიშნავად იგრძნობენ.

 


წყარო 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები