რატომ არ უნდოდათ ნაცებს "ბატუტის" ზონაში შესვლა და რატომ მივესალმები მათ პარლამენტში გამოკეტვას - დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილის პოსტი:
რას ფიქრობთო ნაცების პარლამენტში შესვლაზე. ამ ორი დღის გადასახედიდან - ცალსახად მივესალმები!
ვაანალიზებ ხელისუფლების, მთავრობის აშკარა წინსვლას საგარეო და შიდა მიმართულებებით. ვეცნობი მსოფლიო ბანკის ძალზე ფრთხილ და მოზომილ პროგნოზებს - წლევანდელი 6%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპეპზე, მაშინ როდესაც რეალური პროგნოზი გაცილებით მაღალ მონაცემზე გაგვიყვანს.
ვეცნობი პრემიერის დაუღალავ ვიზიტებს ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, შუალედებში კი მაღალი დელეგაციების მიღებას სახელმწიფო კანცელარიაში. მიხარია თითოეული განხორციელებული და მიმდინარე პროექტის რეგიონებში და მივდივარ ერთ მარტივ დასკვნამდე...
...როდესაც სახლში, ეზოში უამრავი საქმეა გასაკეთებელი - სადილის მომზადება, სახლისა და ეზოს დალაგება, პირუტყვის მოვლა და ა.შ. - მაგრამ ამ ყველაფერში ხელს გიშლიან ცელქი და მოუსვენარი შვილიშვილები, საჭიროა მათი ბატუტში შეყრა, დამცავი ბადით, რომ იქ იხტუნაონ, იცელქონ, დაიხარჯონ, არ გადმოვარდნენ იქიდან და არაფერი დაიზიანონ. ბებოს და პაპას კი ამ დროს მიეცეს საშუალება საჭირო სამეურნეო საქმიანობით დაკავდნენ. 
აი რატომ არ უნდოდათ ნაცებს "ბატუტის" ზონაში შესვლა და აი, რატომ მივესალმები მე მათ პარლამენტში გამოკეტვას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები