აბა, ასაკიო? - ეხუმრებოდა დათო, ბოლოს თბილისში შეახვედრა ბარიშნიკოვს - უცნობი ამბავი რეზო გაბრიაძის ცხოვრებიდან

ჟურნალისტი მაკა მამისეიშვილი, საქართველოს პირველი ომბუდსმენის და ბიზნესმენის, დავით სალარიძის მეუღლე, რეზო გაბრიაძის იშვიათ ფოტოს აქვეყნებს და საინტერესო ამბავს ჰყვება:

- რეზო გაბრიაძესთან დათოს დიდი ხნის ურთიერთობა და მეგობრობა ჰქონდა.”ექიმის და ავადმყოფის” წაკითხვის შემდეგ დიდხანს თხოვდა კინოსცენარის შექმნას ამ მოთხრობის მიხედვით.. რეზო უარობდა, ასაკს იმიზეზებდა. ამასობაში, ცნობილმა ბალერონმა, მიხეილ ბარიშნიკოვმა, რეზოსთან ერთად ნიუ-იორკში დადგა “ექიმი და ავადმყოფი”; მთავარი როლიც თავად ითამაშა. აბა, ასაკიო? - ეხუმრებოდა დათო. ბოლოს თბილისში შეახვედრა ბარიშნიკოვს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები