11:13 11.06.2021
11 ივნისი ისტორიაში - დღის კალენდარი

1868 წლის 11 ივნისს ‘თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია’ – „ოსმალეთის დაჭრილი და ავადმყოფი სამხედროების დახმარების ორგანიზაცია“ სახელწოდებით მოხალისე ექიმების მხრიდან ჩამოყალიბდა, რომელსაც შემდგომ სახელი ათათურქმა შეუცვალა და „წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია“ უწოდა. 

1913 წლის 11 ივნისს,  1909 წლის 31 მარტის აჯანყების ჩამხშობ პრემიერმინისტრ (ვეზირი) მაჰმუთ შევქეთ ფაშაზე თავდასხმა განახორციელეს და მოკლეს.

1937 წლის 11 ივნისს - ათათურქმა, ტრაპიზონში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მთელი მისი ქონება ერს დაუტოვა.

1982 წლის 11 ივნისს აშშ-ს კინოდარბაზებში  სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი  „უცხოპლანეტელი" (E.T) გავიდა. მას ოთხი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული.

2004 წლის 11 ივნისს ელვან აბეილეგესემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა.  წარმოშობით ეთიოპიელმა თურქეთის მოქალაქემ ელვან აბეილეგესემ, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში ქალთა შორის  ჩატარებულ  ე.წ. ”ოქროს ლიგა”-ში  5000 მეტრის გარბენით პირველ ადგილზე გავიდა რა,  მსოფლიო რეკორდი 14 წუთსა და 24 წამში დაამყარა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge