11:56 11.06.2021
ტრამპი ჯო ბაიდენს აფრთხილებს - ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე "არ ჩაეძინოს"

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს აფრთხილებს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას არ ჩაეძინოს.
„წარმატებას ვუსურვებ ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას - არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს, და გთხოვ ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი“, - წერია ტრამპის განცხადებაში, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენს „მძინარე ჯო“ შეარქვა.

 
ამავე განცხადებაში ტრამპი იხსენებს, რომ პრეზიდენტის რანგში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან ფინეთში და აშშ-მა ბევრს მიაღწია.

 
აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა 16 ივნისს, ჟენევაშია დაგეგმილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge