დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

წარწერა სიკო დოლიძის ძეგლზე ოზურგეთში - შვილო ქეთი, შენ ახლაც ოზურგეთში იქნებოდი 11.06.2021 13:29

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე, ტელეკომპანია იმედის“ ეთერში, ნოე სულაბერიძის  გადაცემაში გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.

 

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ნოე სულაბერიძის გადაცემაში სოფლიდან დედაქალაქში სამუშაოდ ჩამოსული ხალხის წინააღმდეგ გაჟღერებულმა ფრაზამ რეჟისორის მიმართ აგრესია გამოიწვია.

 

„ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მაქვს მათ მიმართ პრეტენზია. ჩემი ყველა ნათესავიდან გურიაში, არავინ ჩამოსულა თბილისში, არავინ. მანქანაში რომ ზიხარ და ცხოვრობ მანქანაში… ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი, შეუძლებელია ყველა თბილისში იყოს,“- განაცხადა ქეთი დოლიძემ.

 

რეჟისორის განცხადებას ჩვეული იუმორით გამოეხმაურნენ გურულები.

ოზურგეთში, სიკო დოლიძის ძეგლზე წერილი გაჩნდა.

„დაუჯერე მამას!

შვილო ქეთი, ჩემს ახალგაზრდობაში, ერთ შენი მსგავსი პროვინციალისტი რომ ჰყოლოდა დედაქალაქს, შენ ახლაც ოზურგეთში იქნებოდი,“- ნათქვამია წერილში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ