14:21 11.06.2021
ნატო-მ საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს - კონდოლიზა რაისი

უკრაინა და საქართველომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მიიღონ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კიევის ფორუმზე განაცხადა.

„მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატო-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, საქართველო და უკრაინა თავის რიგებში უნდა მიიღოს და ამისთვის მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

შეგახსენებთ, 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტის დროს, კონდოლიზა რაისი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ კი საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი ორივე ქვეყნისთვის ღია რჩება.
„ნატო-ს კარი ღია რჩება. მოკავშირეები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულები რჩებიან, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები. ველოდები, რომ ალიანსის ლიდერები მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტზე მკაფიოდ განაცხადებენ ამის შესახებ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge