დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რუსულმა არხებმა ჩვენს მაგივრადაც იგლოვეს გენიოსი გაბრიაძე - ლაშა ამირეჯიბი 11.06.2021 15:46

ისევ ჩავ#####თ ბატონებო! რუსებმაც კი გვაჯობეს! რა ჯიშის ხართ მამაძაღლებო? რა დღეში ჩაგყარათ შურმა, ბოღმამ, და ხელისუფლებაში მოსვლის სურვილმა? რეზო გაბრიაძე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ერთი ადამიანური ინტერვიუც კი არ ჩაგიწერიათ მასთან!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა ამირეჯიბი წერს.


"რუსეთის პირველმა არხმა პრაქტიკულად სატელევიზიო ბადე გააუქმა და მთელი დღის განმავლობაში ატრიალა რეზო გაბრიაძის ინტერვიუები. თუ, რამე ინტერვიუ და ფილმები ჰქონდათ ჩაწერილი რუსულ არხებს ბატონ რეზო გაბრიაძესთან, ყველა აჩვენა და მგონი ჩვენს მაგივრადაც იგლოვა გენიოსი გაბრიაძე. რამდენიმე რუსეთის ქალაქში ბატონ რეზოს პანაშვიდი გადაუხადეს. პეტერბურგში, კიევში, მოსკოვში და ა.შ. ჩვეულებრივი, ცოცხალი პანაშვიდები მიმდინარეობდა რუსეთის თეატრებსა თუ კინო სახლებში.. რევანშმა და ძალაუფლების მოხვეჭის სურვილმა სულ დაგავიწყათ კულტურა, სიყვარული, ხელოვნება. მაყურებელი დაიღალა ტელე ეთერებიდან სხვადასხვა უნიჭო დემაგოგი პოლიტიკოსების გაუთავებელი კინკლაობის ყურებით. ისე, რატომ უნდა მიკვირდეს თქვენი ამგვარი საქციელი? გადახედეთ თქვენი ტელევიზიების მეპატრონეებს და მიხვდებით თუ რა ჭუჭყში ხართ! ყარხართ და არ იმჩნევთ!"- წერს ლაშა ამირეჯიბი.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ