დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"ქოც-ნაცური" დაპირისპირება უნდა დავასრულოთ - გიორგი ვაშაძე 11.06.2021 15:45

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის   გიორგი ვაშაძის განცხადებით,  თუ "ქოც-ნაცური დაპირისპირება" არ დასრულდება, მუდმივად უსაგნო კამათს ექნება ადგილი, მათ შორის, პარლამენტშიც.

"ლიეტუვის პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლური ინტეგრაცია, დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ კუთხით. რაც შეეხება იმას, თუ დაპირისპირება უნდა დავასრულოთ, მე გეტყვით -„ქოც-ნაცური დაპირისპირება უნდა დავასრულოთ საქართველოში, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება, სხვა შემთხვევაში, მუდმივი კინკლაობა და უსაგნო კამათი იქნება, თუნდაც, პარლამენტის დარბაზში,"- განაცხადა ვაშაძემ.

ლიეტუვას პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ პირობებში, როგორიც არის „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაცია, რომ ქვეყანა იყოს ერთიანი. " თუ საქართველოში იქნება შიდა არეულობა, დარჩება ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, რეფორმები გვიან და ნელა განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის ამბიციური გეგმის განხორციელება,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ