დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 12.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება 12.06.2021 11:32

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 176 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.8 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 159 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი მსოფლიოში ინფიცირების 12.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

 

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.3 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 29.3 მილიონი შემთხვევით, მესამეზე - ბრაზილიაა 17.3 მილიონი დაინფიცირებულით, მეოთხეზე - საფრანგეთი, სადაც, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 5.7 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მეხუთეზე კი - თურქეთია 5.3 მილიონზე მეტი ინფიცირებულით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ