დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ზოგი ქილიკობს, საკუთარ ხალხს მიხედეთ, აფხაზეთის და ცხინვალის დასაბრუნებლად გაისარჯეთო, მათთვის არაფერს დავწერ, უწიგნურობას წიგნის კითხვა შველის - ამირან სალუქვაძე 13.06.2021 20:51

ამირან სალუქვაძის პოსტი:
ბევრი ქილიკი წავიკითხე კომენტარების სახით საქართველოს შუამავლობით განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ, "ჩვენ რაო", კითხულობენ. შარშან, როცა ომი მძვინვარებდა, იდეებს გამოთქვამდა ხალხი, თბილისმა უნდა შესთავაზოს შუამავლობაო, ზოგი მაშინაც ქილიკობდა, ჩვენ რისი რესურსი გვაქვსო და ა.შ. ყველაზე მსუბუქ კომენტარებს ვიხსენებ. ახლა, როცა პრემიერმა რეგიონული ტურნე განახორციელა და აშშ-სა ევროკავშირის, კერძოდ სახელმწიფო მდივნის რეგიონში ჩამოსვლის მიუხედავად, ვერ დაინახო რომ საქართველოს პრემიერის ჩართვის აუცილებლობა გამოიხატა და ეს ყველასათვის მისაღები აღმოჩნდა, ან პოლიტიკაში ვერ უნდა ერკვეოდე, მაშინ სხვას უნდა დაუჯერო, ან...
სხვათაშორის, ამ ნიუანსზე არ გამისვია ხაზი აქამდე, მხოლოდ დღეს ვესაუბრე იმედის ჟურნალისტს, რომ რეგიონში თურქეთს ჰყავს სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც აკავშირებს ინიციატივა "ერთი ნაცია, ორი სახელმწიფო", პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტისას, "რეგიონული თანამშრომლობის გასაღები" საქართველოს უწოდა. ზოგი ქილიკობს საკუთარ ხალხს მიხედეთო, აფხაზეთის და ცხინვალის დასაბრუნებლად გაისარჯეთო და ა.შ. ამ ხალხისთვის ასახსნელად არაფერს დავწერ. უწიგნურობას წიგნის კითხვა შველის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ