დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ნაფტალი ბენეტი 13.06.2021 22:15

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ბენიამინ ნეთანაჰუს 12 -წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის პრემიერი ნაფტალი ბენეტი გახდა. ისრაელის „ქნესეთში“ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ნაფთალი ბენეტის მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 კი წინააღმდეგ წავიდა.

ცნობისთვის, ცენტრისტმა იაირ ლაპიდმა ნაფტალი ბენეტთან მიაღწია შეთანხმებას ფართო სამთავრო კოალიციის შექმნაზე. ამ შეთანხმებით, ბენეტი 2 წლის მანძილზე იქნება პრემიერი, 2023 წელს კი მას იაირ ​ლაპიდი შეცვლის.  ამიერიდან მთავრობის მეთაური იქნება ულტრანაციონალისტი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი. ნაფტალი ბენეტიმ ფიცი დადო უკვე. ხელისუფლების გადაცემის ცერემონია 14 ივნისს გაიმართება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ