დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის არის ძალიან დიდი ტყუილი, ჭორი, რაც ვრცელდება ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან - კახა კალაძე 14.06.2021 00:43

თბილისის მერმა განმარტა არის თუ არა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. ამ თემაზე კახა კალაძემ გადაცემაში „ნოესთან“​ ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ერთმანეთს ან კალაძე და კობახიძე, ან ღარიბაშვილი და კობახიძე, ან ღარიბაშვილი და კალაძე უპირისპირდებიან, თუმცა ეს ყველაფერი ტყუილია.

 

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილები, ჭორები, მიზანმიმართული და კონკრეტულად ხდება ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, რომ საზოგადოებაში შექმნან განცდა, თითქოს მმართველ გუნდში არის დაპირისპირება. თვითონ იგონებენ ჯერ სისულელეს, შემდეგ მოდიან, გისვამენ კითხვას და შენ ვალდებული ხარ უპასუხო. აი ეს არის“, – განაცხადა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ