დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

კალაძე გახარიაზე - "გული დამწყდა, როდესაც ასეთი რეიტინგული ფიგურა ტოვებს გუნდს 14.06.2021 11:26

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პირველ რიგში მისთვის იყო დამაზიანებელი.

როგორც კალაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება "არ იყო სწორი და ლამაზი".

"მისი გადაწყვეტილება მე არ მოვუწონე. პირადად ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი და ლამაზი მისი მხრიდან. როდესაც შენ ხარ ქვეყნის პრემიერმინისტრი, პირველი პირი, ერთ-ერთი ლიდერი გუნდში, ასეთ რთულ ვითარებაში, თან როდესაც ყველას ერთი მოსაზრება გვქონდა და მოსაზრება იყო მარტივი - სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და კანონი უნდა კანონობდეს, მორჩა, არ აქვს მნიშვნელობა შენ თანამდებობა გაქვს, რაღაცას წარმოადგენ, თუ დანაშაულს ჩადიხარ, შესაბამისად კანონმა უნდა იმოქმედოს.

ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, მე ვფიქრობ, პირველ რიგში დამაზიანებელი იყო მისთვის. საქართველოა, საქართველოში ვცხოვრობთ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი შეფასებები მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და ეს, რა თქმა უნდა, მომავალში აისახება მასზე და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ერთ-ერთი რეიტინგული პოლიტიკოსი. მე, როგორც გუნდის წევრს, გული დამწყდა, როდესაც ასეთი რეიტინგული ფიგურა ტოვებს გუნდს. როგორც ფეხბურთში - როდესაც ძლიერი ფეხბურთელები გყავს და ვიღაც მიდის, გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ეს გუნდზეც აისახება. ძალიან გულდასაწყვეტი, ძალიან ცუდი იყო ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კალაძემ

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ