დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"შეუძლებელია რაციონალური ახსნა მოუძებნო "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულ განცხადებებს" 14.06.2021 12:01

ამერიკისა და საქართველოს მედიაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება ყველა ავტორიტეტული დასავლელი ლიდერი და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში სტაბილურობითა და განვითარებითაა დაინტერესებული, ფართოდ გაშუქდა საერთაშორისო მედიაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.


"საქართველოში ამ მნიშვნელოვან ფაქტს "ნაციონალური მოძრაობის" მარიონეტი მედიასაშუალებები არ იმჩნევენ. ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს ოპოზიციური ფლანგის დიდი ნაწილი. საბედნიეროდ, არის გამონაკლისი - გახარიას ახლად შექმნილი პარტიის წარმომადგენელი ლევან დოლიძე მიესალმა "საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში".


საჯარო სივრცეებში არაერთხელ მითქვამს, რომ შეუძლებელია ლოგიკური და რაციონალური ახსნა მოუძებნო "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ბრმა მიმდევრების დესტრუქციულ ქცევა-განცხადებებს საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ასეა ახლაც,"- წერს გია აბაშიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ