დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

ნუთუ კარვების აღებაც მოსკოვს უნდა შევუთანხმოთ? - ვაჟა შუბითიძე 14.06.2021 12:01

ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსთაველიდან ნაცებისა და მათნაირთა აყროლებული კარვების აღება, რითაც დადასტურდა ქალაქში გავრცელებული ხმები, რომ მოსკოვი ოცნებას უკრძალავს ამ კარვების აღებას, რადგან ეს ადგილი დარეზერვებული (გინდა დაჯავშნილი) აქვთ ნაცებისა და მათი სატელიტებისათვის მომავალი არეულობების და ქაოსის მოსაწყობად, - ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

"ნაცოპოზიცია პარლამენტში შევიდა (რუსებმა ახლა აშშ-ში გაგზავნეს მელია და 2 სხვა ნაცი ვითომ მათი პროდასავლურობის საჩვენებლად-სულ ტყუილად, ამას აღარავინ ჭამს), მიტინგები აღარ იმართება (ხალხი ვეღარ მოჰყავთ), ნამოხვანის თემა არჩევნების თემამ გადაფარა- მაშ რაღა საჭიროა კარვები რუსთაველზე? როგორც ჩანს მოსკოვს ეშინია, რომ ამ სტრატეგიულ ადგილს რუსთაველზე მალე მართლაც პროდასავლური ძალები დაიკავებენ (შიშს დიდი თვალები აქვს), ამიტომაც არ აძლევენ მთავრობას ამ კარვების აღების უფლებას. ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა...ნუთუ კარვების აღებაც მოსკოვს უნდა შევუთანხმოთ?", - წერს ვაჟა შუქბითიძე.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ კარვები 23 თებერვლიდანაა გაშლილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ