დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

თურქეთის ელჩი ნამახვანზე - ვიმედოვნებთ, საქართველოში თურქული ინვესტიციები დაცული იქნება 14.06.2021 12:31

"რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში თურქული ინვესტიციები იქნება დაცული ისევე, როგორც საქართველოს სურს, რომ ქართული ინვესტიციები დაცული იყოს თურქეთში", - განაცხადა საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა, ფორბსთან ინტერვიუში.

 
თურქეთის ელჩის  განცხადებით,, ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გავლენას თურქი ინვესტორების განწყობაზე ვერ მოახდენს.

"ვერ ვიტყვი, რომ გავლენას ახდენს, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ გავლენას ახდენდეს, ეს არ არის მხოლოდ თურქული ინვესტიცია, ეს, ზოგადად, ენერგოსექტორში ინვესტიციების ჩარჩოა, რაც დაკავშირებულია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან, ასე რომ, რაც უფრო მეტად სურთ ცალკეულ წრეებს ამ პროექტით მანიპულირება და მისი გამოყენება, რათა ქართულ-თურქული ურთიერთობების საბოტაჟი გამოიწვიონ, ვფიქრობ, ამას ისინი ვერ მოახერხებენ, მათ ეს ვერ უნდა შეძლონ.

 
მაშინ, როდესაც ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობს, სხვა თურქი ინვესტორები მაინც ჩამოდიან, ესაუბრებიან მთავრობას, პარტნიორებს, ცხოვრება გრძელდება, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგვარდება ნამახვანჰესის კონფლიქტი. ძალიან ნათლად ვამბობ, რომ ეს პროექტი არის საქართველოსთვის და საქართველოს მიერ", - თქვა თურქეთის ელჩმა.

 
ელჩის  თქმით,  რელიგიური თუ ნაციონალისტური მოტივებით კომპანია ENKA-ს მიზანში ამოღება,   საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მიზანში ამოღებას ნიშნავს.

 
"კომპანია, რომელიც არის თურქი ინვესტორი, დაფუძნებულია საქართველოში, აქაური კანონმდებლობით და ის ასაქმებს უამრავ ქართველს. უნდა იყოს დიალოგი ადამიანებთან, რომელთაც ეს საკითხი აწუხებთ, საქართველოს მთავრობას და კომპანიას შორის. კომპანიის მიზანში ამოღება Fake-ნიუსების, მითქმა-მოთქმების საფუძველზე და იმ ქართველების დაშინების მცდელობა, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და ეს ყველაფერი იმაზე ფიქრით, რომ ეს არის რელიგიური, ნაციონალისტური, არ მოდის ქართველი ხალხისგან, სამიზნე, ერთი შეხედვით, ჩანს, რომ არის კომპანია, თუმცა, სინამდვილეში სამიზნე არის ენერგოუსაფრთხოება.

 
ყოველთვის ყველას ვახსენებ, რომ როდესაც 2008 წელს ომი მოხდა საქართველოში, არც ერთი თურქი ინვესტორი არ წასულა, რადგან თურქული ბიზნესების უმრავლესობა მდგრადია და მათ სჯერათ საქართველოს მდგრადობისაც, არ ვფიქრობ, რომ ახლა თურქ ინვესტორებს შეეშინდებათ, ისინი აქ 1990-იან წლებში ჩამოვიდნენ, ახლაც აქ არიან და თავს აქაური საზოგადოების წევრებად მიიჩნევენ", -  განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ