დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

გიორგი ვაშაძე - მადლობა სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ შემოულაწუნეს ჩვენს მთავრობას და გამოაფხიზლეს 14.06.2021 12:35

მადლობა სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ შემოულაწუნეს ჩვენს მთავრობას, გამოაფხიზლეს და ჩართეს ამ პროცესში და მედიაციაში, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ნაწილში საქართველოს როლზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, რეგიონში საქართველოს, როგორც მედიატორის როლი გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია, რომ ეს შევინარჩუნოთ.

 

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი შემთხვევით არ ყოფილა საქართველოში ჩამოსული - რა თქმა უნდა, მათი ჩართულობით მოხდა ეს ყველაფერი. კარგია, რომ საქართველოს როლი გამოიკვეთა რეგიონში, როგორც შემკრების, მედიატორის როლი. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამხელა როლს გაკისრებს, ფაქტობრივად აგიყვანს და დაგსვამს პედესტალზე - შენ ეს უნდა გამოიყენო ბოლომდე და არ უნდა მოეშვა, რომ რეგიონში საქართველოს შემკრების, გამაერთიანებლის, მედიატორის, დამაახლოებლის და მეგობრობის აღდგენის ფუნქცია ჰქონდეს. ფაქტობრივად, ჩვენმა პარტნიორებმა აგვიყვანეს და პედესტალზე დაგვსვეს კავკასიაში, ახლა მთავარია ეს ყველაფერი გამოვიყენოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ