დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რითი გადაფარონ საქართველოს მორიგი წარმატება და აღიარება? არ არის გამორიცხული, დენდროლოგიურ პარკზე სენსაციური რეპორტაჟი შემოგვთავაზონ - დავით ქართველიშვილი 14.06.2021 20:42

დავით ქართველიშვილის პოსტი:

ნაცების და რუსეთის პროპაგანდისტული მანქანები კვლავ უნისონში მოქმედებენ. იმდენად შეხმატკბილებულად - რომ "გლავკანალის" პირდაპირ ჩართვას ველოდებოდი დეპუტატ გავრილოვთან შეკითხვით: როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაპატიჟეს ქართული დელეგაცია ნატო-ს სამიტზე და რატომ გაქრა იგი ჩრდილოატლანტიკური რადარიდან. რა აზრი აქვს ამ სამიტის განსაკუთრებულ ფორმატზე საუბარს. რომ რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა. რომ ძირითადად ალიანსის რუსეთსა და ჩინეთთან ურთიერთობებს შეეხო. რომ მიუხედავად ამისა, საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მაინც მიიღეს - რომლის ტექსტი ნაცებს და გავრილოვს არ უნდა მოწონებოდა მაინცდამაინც. ხოლო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობამ ნატო-ს ფორუმში, ონლაინ ფორმატში, ისეთ თანამომხსენებლებთან, როგორიცაა იენს სტოლტენბერგი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერი, თურქეთის პრეზიდენტი... - "გლავკანალი" მორიგი ამოცანის წინაშე დააყენა: რითი გადაფარონ საქართველოს მორიგი წარმატება და აღიარება. არ არის გამორიცხული - დენდროლოგიური პარკის მცენარეებზე აქამდე ჯერ გაუხმაურებული და სენსაციური რეპორტაჟი შემოგვთავაზონ...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ