დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რუმინეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით 14.06.2021 21:17

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტიტუს კორლატეანი წერილით მიმართავს, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობა ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ, რუმინეთის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრები, ხაზს ვუსვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციის. ჩვენი კომიტეტი სრულად ეთანხმება და ახდენს აღნიშნული დეკლარაციის რატიფიკაციას.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსი“,- ნათქვამია წერილში.

რუმინეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, რაც წარმოადგენს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის მთავარ მიზანს, როდესაც რუმინეთის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობა და ინტეგრაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონის უსაფრთხოებისათვის.

ნატოს მიზანი, „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“, წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოების ქვაკუთხედს. ნატოში საქართველოს გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროატლანტიკურ სივრცეში“, - ნათქვამია წერილში.

რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ამბიციური რეფორმების განხორციელებისკენ, რათა მოხდეს დემოკრატიული კონსოლიდაცია და კანონის უზენაესობა.

„იმედი გვაქვს, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტი მოგვცემს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და ურთიერთთავსებადობა ნატოსა და საქართველოს შორის და გავუხსნათ საქართველოს გზა ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ