დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა - ირაკლი კობახიძე 14.06.2021 23:33

გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს კითხვები, რაზეც პასუხები არ არის, მაგალითად, რატომ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც ჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით?

„რაც ხდებოდა 20 ივნისს, ბუნებრივია, გაგვიჩნდა გარკვეული ეჭვები, ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვინც ერკვევა ელემენტარულად, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და კითხვებიც მაქვს დასმული. რატომ იდგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც ჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით? ამაზე კითხვაზე პასუხი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ