პარტია „საქართველოსთვის" წევრის, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნების" მენეჯმენტს აქვს, აბსოლუტურად ემსგავსება „ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას.
ხოჯევანიშვილი გიორგი გახარიას შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს.
ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს, რომ გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს. მისივე თქმით, 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის მიტანას ჰქონდა ადგილი, რომელიც სახელმწიფომ აღკვეთა და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის.
„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, ყოველ დღე უამრავი ადამიანი გვიერთდება, დავიწყეთ რეგიონული ოფისების გახსნა. საზოგადოებას ვესაუბრებით ჩვენს პროგრამაზე.
გვესმის, რომ ამ ფონზე მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, როგორმე ზიანი მოგვაყენოს. საჭიროდ არ ვთვლი, რომ ამ საკითხებზე შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე, შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. „ქართულ ოცნებაში“ იმ ადამიანებს ვუთანაგრძნობ, ვინც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და მათ ამ ყველაფრის მოთმენა და გაგებით მოკიდება უწევთ.
პირველივე დღეს ვთქვით, რომ ჩვენს მიმართ მსგავსი არაჯანსაღი დამოკიდებულება და შეთქმულების თეორიების გახმოვანება გაგრძელდებოდა, დაიწყებოდა კიდევ ახალი თეორიების მოგონება.
ირაკლი კობახიძემ დაადასტურა კიდეც, რომ ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიებია. შესაბამისად, მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს მომავალშიც ველოდებით, მაგრამ ამ ყველაფერს საქმით ვუპასუხებთ. ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდებით მიმდინარეობს, ეს ბრძოლა მომავალში მოიმატებს და ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების მომსწრე გავხდებით,"- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გიორგი გახარიაზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებითაა დაგროვილი, სწორედ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს არასწორად დაგეგმილ ოპერაციებს უკავშირდება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge