დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"20 ივნისს" გახარიამ ორი პოტენციური კონკურენტი მოიცილა, მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძე, ის დარჩა, ესენი გადადგნენ - დავით ქართველიშვილი 15.06.2021 20:53

დავით ქართველიშვილის პოსტი:

გუშინდელმა გადაცემამ ირაკლი კობახიძესთან, როგორც იქნა ოდნავ მაინც ახადა ფარდა იმ დიდ უხერხულობას, რასაც "20 ივნისის" თემაში ის ტაბუდადებული ეპიზოდები წარმოადგენდა, რომლებმაც მაშინ საეჭვო შთაბეჭდილება დაგიტოვეს, მაგრამ პარლამენტზე განხორციელებულმა შტურმმა მისი მოგერიების დროს გამოვლენილი, რბილად რომ ვთქვათ, "ხარვეზები", თითქოს და დაჩრდილა და ყველანი გიორგი გახარიას კოლექტიურ ადვოკატად გვაქცია.
ჭორაობას არც მე დავიწყებ, მაგრამ როდესაც ერთი-ორმა ჩემმა ყოფილმა კოლეგამ 20 ივნისს მსროლელ სპეცნაზელებში 2011 წლის 26 მაისის დარბევის მონაწილენი ამოიცნო, რომლებიც მაშინაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ - კითხვა რა თქმა უნდა გებადება: ვინ, რატომ და რა მიზნით ამოარჩია სპეცნაზელთა დიდ არმიაში მაინცდამაინც ეს თანამშრომლები? რა თქმა უნდა - თუ კი ეს ფაქტი სიმართლეს წარმოადგენს.
მეორე უხერხული მომენტი - როდესაც არც თუ ისე ცუდ პრემიერ ბახტაძეს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტები ეკითხებიან: ხომ არ იქნებოდა, თუნდაც მეამბოხეებთან მიმართებაში, გადამეტებული ძალის გამოყენება - და მკაცრი უარყოფითი პასუხის შემდგომ, ზუსტად ნახევარ საათში პირველი თვალდაკარგული ადამიანი მივიღეთ. მე ვერ გეტყვით, სულ ცოტა ხანში რამ განაპირობა მამუკა ბახტაძის გადადგომა, მაგრამ ახალგაზრდა თავმოყვარე ადამიანისთვის, არაა გამორიცხული, რომ ის უდიდესი სირცხვილი და უხერხულობა ყოფილიყო, რომელშიც საკუთარი პრემიერი შსს მინისტრმა ჩააგდო. ხოლო დღევანდელი დღის გადასახედიდან - სპეცრაზმელების იმ გამიზნული სროლით, ნებსით თუ უნებლიეთ, მომავალმა პრემიერმა გახარიამ ორი პოტენციური კონკურენტი ხომ არ მოიცილა - მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძე. ის დარჩა - ესენი გადადგნენ, თუმცა ყველა არსებული ლოგიკით, ესენი უნდა დარჩენილიყვნენ, ხოლო შსს მინისტრი - გადამდგარიყო.
ეხლა კი იმ ყბადაღებული თემის შესახებ, რომ გიორგი გახარია დღემდე იღებს ყველა იმდროინდელ გადაცდომებზე პირად პასუხისმგებლობას - რაც თითქოს და მის სასარგებლოდ და დადებითად უნდა ჩანდეს. ბოდიშს მოგიხდით, და ეს ფაქტიც უკვე სულ სხვანაირად მეჩვენება. წარმატებული მენეჯერის პრონციპულობაზე ის კი არ მეტყველებს, სიტყვიერად საკუთარ თავზე რომ იღებს საკუთარი თანამშრომლების "გადაცდომებს", მაგრამ არც თავად, არც ისინი არა თუ არ აგებენ ამ პასუხს, წინაურდებიან კიდეც - არამედ მინისტრს საკუთარი მოადგილე, ან შესაბამისი დეპარტამენტის უფროსი რომ დაესაჯა. გამოდის, რომ საკუთარი კლანის წევრთა პასუხისმგებლობის ზონიდან გამოყვანის ყველაზე უშეცდომო გზაა: ა) ყოველგვარი რისკის გარეშე საკუთარ თავზე აიღო ყველაფერი და ბ) "კანონგარეშე" თანამდებობრივ მდგომარეობას მიაღწიო - რაც გიორგი გახარიას მიერ წარმატებულად იქნა განხორციელებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ