გააჩნია ვის სძულხარ და ვის უყვარხარ - დღეს ოტია იოსელიანის დაბადების დღეა 16.06.2021 11:01

16 ივნისი ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის დაბადების დღეა.  მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოტია შალვას ძე იოსელიანი 1930 წელს, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში დაიბადა.

 

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ 20 უძლიერეს ციტატას მწერლის შემოქმედებიდან.

 

1. საქართველოში თუ გინდა რამეს მიაღწიო, ან ხელიდან უნდა წახვიდე, ან ქვეყნიდან.

 

2. როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ. გულგრილები – გივიწყებენ. თავხედები კი უფრო – თავხედდებიან.

 

3. თუ შენს მეზობელს ჭრაქიც არ უნთია, შენ ჭაღს ნუ ააბრიალებ...

 

4. რაც უფრო მეტს ანახებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია,მით უფრო მეტად გაგიმეტებს, რომ გული გატკინოს.

 

5. არ დაიღუპო თავი და ღალატი არ შეგამჩნიოს, თორემ ქალი შენ რომ ცოლად გყავს, მოსისხლე მტრად გაგიხდება და მოსისხლე მტერი სახლში და ლოგინში კი არა, ცხრა მთას იქით დაგიფაროს ღმერთმა.

 

6. არ შეიძლება, ყველას უყვარდე, ან სძულდე, მაგრამ გააჩნია ვის სძულხარ და ვის უყვარხარ.

 

7. ცუდ ამინდს კი მოჰყვება კაი ამინდი… მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასდროს ვერ იკაიკაცებს.


8. მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს.

 

9. ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი.

 

10. როცა სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ, საკუთარში მორი მაინც უნდა დავინახოთ.

 

11. გიყვარდა და აღარ გიყვარს მასეთი რამ არ არსებობს...თუ მართლა გიყვარს სამუდამოდ გიყვარს. თუ გადაგიყვარდა, ესე იგი არც არასოდეს გყვარებია...

 

12. ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება…

 

13. ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია.

 

14. მე რომ მკითხო, ბროლის კოშკს მიწური ფაცხა მირჩევნია, შიგ შუაცეცხლი გენთოს და ელოდე ვინმეს, ელოდე მოუთმენლად, გინდოდეს მისი მოსვლა.

 

15. ყველა ქალს სხვაზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რა ხანია ქვეყნად სარკე მოიგონეს…

 

16. ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა.

 

17. მშვენიერება იმდენნაირია, რამდენნაირი დამნახავიცა ჰყავს.

 

18. ყოველ ადამიანს აქვს ამქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს…

 

19. ჭკუა დარდია და ჭკვიანი დარდიანი. 

 

20. სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს… 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები