გიორგი გახარიას პარტია, რომელიც პოლიტიკური ინჟინერიის კლასიკური მაგალითია საქართველოში, (ეს პარტია სპეციალურად მავანმა შექმნა), ამჟამად "ქართული ოცნების" "ტოქსიკური აქტივების" მიღების პროცესშია, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ პარტიამ თავის თავზე უნდა აიღოს ყველა გაფუჭებული საქმე, რომელიც "ქართულ ოცნებას" გაუკეთებია: 20 ივნისის მიტინგის დაშლის არასწორი ოპერაცია და სხვები.
მსგავსი სფეროს, ფინანსური ინჟინერიის ოდნავ მაინც მცოდნეებმა იციან, რომ კომპანიის აქტივების გაჯანსაღების მიზნით, გამოყოფენ ხოლმე პოტენციურად ტოქსიკურ აქტივებს და შემდეგ ამ აქტივებს იაფად ყიდიან. ძირითად აქტივები კი უფრო მიმზიდველად გამოიყურება ამ ოპერაციის შედეგად.
თუმცა, აქ არის ერთი "თუმცა": 2008 წლის ფინანსური კრიზისი სწორედ ამ ცუდი აქტივების მაღალმა ბრუნვამ გამოიწვია, რომელთა უკან "გაფუჭებული" იპოთეკური სესხები იდგა. ყველა ამ "ტოქსიკური" ფასიანი ქაღალდების მოშორებას შეეცადა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ - კრიზისი.
გახარიას პერსპექტივა მაქსიმუმ "ლელოს" ან "ევსაქების" რეიტინგია და მის მოშორებას ცდილობს როგორც "ოცნება", ასევე "ნაცები". შუა პოლიტიკური ველის ჩამოყალიბება ვერ ხერხდება.
ამ ცუდმა აქტივებმა შეიძლება დაწიონ შედარებით "ჯანსაღი" აქტივების ფასიც. რაც სწორედ 2008 წელს მოხდა.
მორიგი პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია!" - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge