დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რომელი ქვეყნებია ყველაზე მეტად ტურიზმზე დამოკიდებული 16.06.2021 15:23

აშშ-ის ჯორჯიის შტატის  გაზეთში - «Gwinnett Daily Post»-ში (გამოდის ქალაქ გვინეტში) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ტურიზმზე დამოკიდებულნი“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

„2020 წელს, კორონავირუსთან ბრძოლის გამო, მთელ მსოფლიოში საზაფხულო მოგზაურობები, თითქმის ყველა ტურისტული მიმართულებით, შეიძლება ითქვას, სრულიად შეწყდა. ერთი წლის შემდეგ ის ქვეყნები კვლავ მიესალმებიან ტურისტების დაბრუნებას.

 

ჩვენმა ჟურნალისტმა ანე ჯივენსმა მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზიდან 2020 წლის მასალები ამოკრიფა, რათა რიგის მიხედვით დაელაგებინა ის 50 ქვეყანა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულები ტურიზმზე. ამ სიაში მოსახვედრად აუცილებელი პირობა ის იყო, რომ ქვეყანა გაეროს წევრი უნდა ყოფილიყო. მათი რეიტინგი განისაზღვრა მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ტურიზმის მიერ შეტანილი წვლილით, თანაც მისი ფულადი გამოხატულება ნაჩვენები უნდა ყოფილიყო აშშ დოლარებში. ეს ყველაფერი ტურისტების მიმზიდველი ფაქტორების კონტექსტში განვიხილეთ.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი ტურისტული ქვეყანა კუნძულებს წარმოადგენს მსოფლიოს ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა კარიბის ზღვის აუზი, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. იქ ტურისტებს იზიდავს თბილი კლიმატი, საუკეთესო პლაჟები და აქტიური დასვენების ისეთი სახეობები, როგორებიცაა ცურვა და ქვეითი (ფეხით) გასეირნება. ტურიზმის სხვა ცენტრები მდებარეობენ ევროპასა და აფრიკაში, სადაც მოგზაურებს სურთ შთაბეჭდილებები მიიღონ კულტურის ძეგლების ნახვით და თავგადასავლებით“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც კონკრეტულად არის ნაჩვენები ტურისტული ქვეყნების სია - მასში საქართველოს მე-15 ადგილი აქვს დაკავებული.

 

მაშ, ასე:

50. ლესოტო (აფრიკა). ტურიზმის წილი მშპ-ში: 13,7% - 320,6 მლნ. აშშ დოლარი;

49. სირია (აზია). 14% - 2,4 მლრდ. აშშ დოლარი;

48. ნამიბია (აფრიკა). 14,1% - 1,9 მლრდ. დოლარი;

47. ტუნისი (აფრიკა). 14,4% - 5,9 მლრდ. დოლარი;

46. პანამა (ამერიკა). 14,6% - 9 მლრდ. დოლარი;

45. ავსტრია (ევროპა). 14,6% - 62,3 მლრდ. დოლარი;

44. ტონგა (წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი). 14,8% - 60 მლნ. დოლარი;

43. ესპანეთი (ევროპა). 14,9% - 201,9 მლრდ. დოლარი;

42. ჰონდურასი (ამერიკა). 15,1% - 3,5 მლრდ. დოლარი;

41. აზერბაიჯანი (ევროპა). 15,1% - 5,9 მლრდ. დოლარი;

40. ესტონეთი (ევროპა). 15,5% - 4,1 მლრდ. დოლარი;

39. მექსიკა (ამერიკა). 16,1% – 191 მლრდ. დოლარი;

38. მადაგასკარი (აფრიკა). 16,2% - 1,8 მლრდ. დოლარი;

37. სომხეთი (ევროპა). 16,2% - 1,9 მლრდ. დოლარი;

36. დომინიკელთა რესპუბლიკა (კარიბის ზღვის აუზი). 17,2% - 13,6 მლრდ. დოლარი;

35. პორტუგალია (ევროპა). 17,8% - 40 მლრდ. დოლარი;

34. ახალი ზელანდია (წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი). 17,9% - 33,9 მლრდ. დოლარი;

33. მაროკო (აფრიკა). 18,6% - 20,8 მლრდ. დოლარი;

32. ლიბანი (აზია). 19,1% - 9,8 მლრდ. დოლარი;

31. იორდანია (აზია). 19,7% - 8,2 მლრდ. დოლარი

30. გამბია (აფრიკა). 20,2% - 225,6 მლნ. დოლარი;

29. საბერძნეთი (ევროპა). 20,2% - 41,8 მლრდ. დოლარი;

28. კირიბატი (წყნარი ოკეანის ცენტრ. ნაწილი). 20,9% - 40 მლნ. დოლარი;

27. ფილიპინები (აზია). 21,1% – 70,3 მლრდ. დოლარი;

26. ტაილანდი (აზია). 22,1% - 102,1 მლრდ. დოლარი;

25. კვიპროსი (ევროპა). 23,1% - 5 მლრდ. დოლარი;

24. გრენადა (კარიბის ზღვის აუზი). 23,3% - 262,7 მლნ. დოლარი;

23. მავრიკია (ინდოეთის ოკეანის სამხრ. ნაწილი). 23,4% - 3,2 მლრდ. დოლარი;

22. სენტ-ვინსენტი და გრენადინი (კარიბის ზღვა). 23,9% - 193,7 მლნ. დოლარი;

21. სან-ტომე და პრინციპი (აფრიკა, გვინეის უბე). 24,1% - 106,1 მლნ. დოლარი;

20. ჩერნოგორია (ევროპა). 25,1% - 1,2 მლრდ. დოლარი;

19. ხორვატეთი (ევროპა). 25,1% - 14,2 მლრდ. დოლარი;

18. ალბანეთი (ევროპა). 26,3% - 3,6 მლრდ. დოლარი;

17. სენტ-კიტსი და ნევისი (კარიბის ზღვა). 26,8% - 263,7 მლნ. დოლარი;

16. მალტა (ევროპა). 26,9% - 3,3, მლრდ. დოლარი;

15. საქართველო (ევროპა). 31,3% - 4,9 მლრდ. დოლარი. ზრდა 1998 წლიდან - 107,5%. ტურიზმთან დაკავშირებული სამუშაო ადგილები - 489 100 (სამუშაო ადგილების 27,3%).

 

საერთაშორისო ტურისტული საგამომცემლო კომპანია „ლონლი პლანეტი“ («Lonely Planet») საქართველოს ყველაზე ტურისტულ სახელმწიფოდ თვლის სამხრეთ კავკასიაში და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანას მრავალფეროვანი ლანდშაფტი და მდიდარი კულტურა აქვს. საქართველოში უამრავი უძველესი ეკლესია-მონასტრები და ტაძრებია, გაშენებულია ვენახები. თბილისის რესტორნები და ღვინის ბარები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ვარძიის კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება.

 

სიაში კიდევ 10 სახელმწიფოა შეტანილი (თანმიმდევრობით):

14. კამბოჯა;

13. იამაიკა;

12. ისლანდია;

11. დომინიკა;

10. ფიჯი;

09. ბარბადოსი;

08. ბელიზი;

07. სენტ-ლიუსია;

06. კაბო-ვერდე;

05. ვანუატუ;

04. ბაჰამის კუნძულები;

03. ანტიგუა და ბარბუდა;

02. სეიშელის კუნძულები;

01. მალდივის კუნძულები (ინდოეთის ოკეანეში). ტურიზმის წილი მშპ-ში: 75,1% - 3 მლრდ. აშშ დოლარი;

 

წყარო

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ