დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან - ვლადიმერ პუტინმა ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა 16.06.2021 20:03

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მან ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას საკუთარი საქმიანობის ადგილზე, მოსკოვში ამერიკელი ელჩებისა, ხოლო ვაშინგტონში რუსი ელჩებისა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ საქმიანობის ადგილებს, ხოლო კონკრეტულად როდის, იქნება ეს ხვალ თუ ზეგ, არის წმინდად ტექნიკური ხასიათის საკითხი. ასევე შევთანხმდით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაიწყებენ კონსულტაციებს კომპლექსურად დიპლომატიური კუთხით ურთიერთქმედებებისთვის. აქ არის სასაუბრო, დაგროვდა ბევრი თემა. მგონია, რომ ორივე მხარე, მათ შორის აშშ განწყობილია, რომ იპოვოს გამოსავალი“, - აღნიშნა, პუტინმა.

ცნობისთგვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა ჟენევაში შედგა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ