დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

ყველაზე სასწრაფო და გადაუდებელ ფსიქიატრიულ მკურნალობას ამ კანონპროექტის ავტორები იმსახურებენ - საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრები 16.06.2021 20:23

ნანა კაკაბაძე; გელა ნიკოლაიშვილი; ტარიელ ღვინიაშვილი - საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრები:

„ლელო ჩვენი ქვეყნის ჩათვლის მოედანში“ - ასე შეიძლება მოკლედ შევაფასოთ საპარლამენტო ფრაქციის „ლელო საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2020 წლის 20 ივნისის მონაწილეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და მათთვის ყოველთვიური კომპენსაციის (ანუ პენსიის) დანიშვნას გულისხმობს.
ამ ინიციატივას თურმე „შარლის ანგელოზების“ სახელით ცნობილი ფრაქციაც შეუერთდა. ფრაქციებში შემავალმა ცნობილმა იურისტებმა ამ ინიციატივით ჯერ მხოლოდ ადგილობრივების გაოცება მოახერხეს, ჯერ ყველაფერი წინ არის მალე ალბათ გაოცება საერთაშორისო მასშტაბებს მოიცავს.
ქართული ნოუჰაუ პატრიოტული მოტივებით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სახელმწიფოსგან მაღალ შეფასებას და დაფასებას უნდა იმსახურებდეს!!! თუ გულანთებული პატრიოტი ხარ (ან ასეთად მოგაქვს თავი).
მიდი, ამ გრძნობებით ეგზალტირებულმა პოლიციელს თავი გაუჩეხე (რადგენ თვლი, რომ ისინი კანონს კი იცავენ, მაგრამ არასწორ მხარეს დგანან), თვალიც გამოთხარე, მანქანებიც დაწვი, ლანძღე, თათხე, აგინე, დედ-მამის სული უტრიალე პოლიციელებს და მერე სახელმწიფოსგან ამ ქმედებებისთვის დაფასება და ყოველთვიური კომპენსაცია მოითხოვე.
დიდება ასეთ კანონპროექტს ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს! აჩვენეთ 20 ივნისის მრავალსაათიანი კადრები მსოფლიოს, მერე გააცანით თქვენი კანონპროქტი და... გააოცეთ სამყარო!
კანონპროექტის ავტორებმა თან ისიც გვითხრეს, დაზარალებულები კატეგორიებად დაიყოფიანო. ისე, აქციის ყველა მონაწილე რომ "დაზარალებულია" (თუნდაც მორალურად, რადგან პარლამენტში არშეშვებით ხომ მათი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა!), ორმა მომიტინგემ რომ სამწუხაროდ, თვალი დაკარგა (თურმე ორმა პოლიციელმაც), ზოგს რეზინის ტყვია სხეულში მოხვდა, ზოგს ცივი წყალი შეესხურა და ტანსაცმელი დაუზიანდა, ზოგი წაიქცა და მუხლები გადაიყვლიფა ხომ ყველა დაზარალებულია და 2 წლის შემდეგაც ხომ ყველა იმსახურებს მკურნალობას ქირურგიულს, ამბულატორიულს, თერაპიულს ან თუნდაც ფსიქოლოგიურს.
ყველაზე სასწრაფო და გადაუდებელ ფსიქიატრიულ მკურნალობას ამ კანონპროექტის ავტორები იმსახურებენ. თუ ამ კანონპროექტის იდეა ფსიქიკური შეტევებისას არ დაბადებულა, მაშინ იმდენად შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია, რომ ენა არ გვიბრუნდება ასეთ დიდ პატრიოტობაზე თავის დამდებ პატივცემულ დეპუტატებს ქვეყნის შეგნებული მტრობის განზრახვა დავწამოთ. ვერ დავიჯერებთ, მათ არ ესმოდეთ, თუ რა მესიჯებს გააგზავნიან საზოგადოებაში, თუ მთელი პარლამენტი გაგიჟდება და ამ გიჟური კანონპროექტის იდეა კანონად აქცია.
ბოლოს ერთსაც ვკითხავთ ორივე ფრაქციის ნოვატორ დეპუტატ-იურისტებს 7 ნოემბერს, 21 მაისს ან სხვა ანტისახელისუფლებო აქციებზე მრავალ დაშავებულს და ჩახოცილებს პატრიოტული გრძნობები არ ამოძრავებდათ? ან იქნებ არაპატრიოტები იყვნენ აშშ-ს კონგრესში შეჭრილი „შინაურ ტერორისტებად“ სახელდებული ასობით მომიტინგეები, ან ათობით თვალგამოთხრილი ფრანგი ყვითელჟილეტიანები და სხვადასხვა აქციების დროს დაშავებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასობით პროტესტანტები? ნეტა რატომ არავის მოსვლია აზრად მათთვის პენსიების დანიშვნა?
ნუთუ ისე უნდა დაგაბრმავოთ ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა, რომ რაღაც ჯგუფის თუ მათი თანამგრძნობების გულის მოგების მიზნით ასეთი ექსტრავაგანტური თუ ექსტრაორდინალური და სახელმწიფოს დამაზიანებელი კანონპროექტების ლობირება მოგივიდეთ თავში აზრად?
ამ ყველაფრის შემხედვარეს რატომღაც გვგონია, რომ თქვენი სახელწოდება „ლელო საქართველოსთვის“ იმავე შინაარსს შეიცავს, რასაც რუსების რაგბისტების დიდი ხნის აუსრულებელი ოცნება - „ლელოს დადება (იგივე გოლის გატანა) საქართველოსთვის“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ