დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ყველას ახსოვს ტრამპის კონტრშეტევები პრესკონფერენციებზე, თუმცა, ახლა ეს აღარ ხდება" 17.06.2021 11:07

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პუტინისა და ბაიდენის შეხვედრას ეხმაურება:

 

"- როგორ არის ეს მისაღები?

- რა სირცხვილია!

- მას არ აძლევენ უფლებას გასცეს პასუხი იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არ არიან დემოკრატების აქტივისტები.

- პუტინის პრესკონფერენცია თითქმის 1 საათი გრძელდებოდა. შეუჩერებლად, თვით დარწმუნებული მოთმინებით პასუხობდა შეკითხვებს. ბაიდენი კი, გამოიყურებოდა სუსტად, როდესაც რამდენიმე, წინასწარ შერჩეულ შეკითხვაზე არჩია პასუხის გაცემა.

ამგვარად და უფრო მწარედ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ჟენევაში ჩატარებულ პრესკონფერენციას ამერიკელი ჟურნალისტები, კონგრესის რესპუბლიკელი წევრები, სენატორები, ბლოგერები, ინფლუენსერები.

თეთრ სახლში პირველი პრესკონფერენციის მსგავსად, 46-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წინასწარ შეარჩია ჯო ბაიდენისადმი მეგობრულად განწყობილი ჟურნალისტები და მათ დაასმევინა შეკითხვები. უფრო სწორედ, პრეზიდენტი ასახელებდა მედიის წარმომადგენლის გვარს და შემდეგ ისმოდა შეკითხვა.

ყველას ახსოვს ტრამპის კონტრშეტევები პრესკონფერენციებზე. თუმცა, ახლა ეს აღარ ხდება და სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვები - განა ეს დემოკრატიაა? ეს მისაღებია?.."- წერს გია აბაშიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ