დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"კრემლი ვერანაირად ვერ გაბედავს "აღშფოთებისა" თუ "წუხილების" გამოხატვას" - დავით ქართველიშვილი 17.06.2021 11:40

ამ ხელშეკრულების ხელმომწერთა ერთ მხარეს - NATO-ს წევრი-ქვეყანაა, შეიარაღებული ძალების მიხედვით მეორე ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკში. ხოლო მოერე მხარეს - ქვეყანაა, რომელსაც NATO-ს წევრობაზე არც პრეტენზია აქვს, არც განაცხადი გაუკეთებია. თურქეთი და აზერბაიჯანი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

"მიუხედავად ამისა - რას ნიშნავს ტერმინი "მეტი NATO" ამა თუ იმ ქვეყანაში - ამ ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პუნქტებიდან ვიგებთ:

 

თუ ერთ-ერთი მხარე ჩათვლის, რომ მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს, უსაფრთხოებას ემუქრება ხელყოფა ან აგრესია მესამე ქვეყნის ან ქვეყნების მხრიდან - მხარეები ჩაატარებენ ერთობლივ კონსულტაციებს აღნიშნული საფრთხეებისა და აგრესიის გასანეიტრალებლად გაეროს წესდების ფარგლებში...და მიღებული იქნება გადაწყვეტილება თავდაცვითი საჭიროების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული ძალების ძალოვანი და მართველი სტრუქტურების კოორდინაციის ორგანიზების მიზნით რეგულარულად ჩატარდება ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოთა ერთობლივი სხდომები - ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მხარეები გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ორი მოძმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფორმირებისა და მოდერნიზების მიზნით თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მიუხედავად იმისა - რომ აღნიშნული "მეტი NATO" რეგიონში არანაირად არ უნდა შედიოდეს რუსეთის ინტერესებში და მისი რეგიონალური საოკუპაციო და "სამშვიდობო" წარმომადგენლობითი მისიების მონოპოლიზაციას მნიშვნელოვნად ურტყამს - კრემლი ვერანაირად ვერ გაბედავს "აღშფოთებისა" თუ "წუხილების" გამოხატვას, NATO-ს მნიშვნელოვანი წევრი-ქვეყნის როლის გაფართოვების გამო რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესების მქონე არეალში. ხოლო შორს მიმავალ პერსპექტივაში - აღნიშნული ხელშეკრულება, კავკასიის რეგიონში რუსეთის შესაძლო მილიტარისტული მადის მორიგი აღძვრის შემთხვევაში, ქმედით შესაკავებელ მექანიზმს წარმოადგენს.

 

რა გითხრათ... მივულოცოთ მეზობელს, მეკავშირეს და პარტნიორს მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მართალია, "შარლმიშელის" დონის დოკუმენტი არაა, მაგრამ მაინც..."- წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ