რა ქნას, მოშივდა საბრალოს, - ასე პასუხობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებას.
„რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი“, – წერს სააკაშვილი, რომელიც აზიარებს ერთ-ერთი მედიასაშუალების გვერდს, სადაც გიორგი ვაშაძის კომენტარია გავრცელებული.
ცნობისათვის, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თაობის მიდგომებს გასაქანს არ აძლევს. სწორედ ამიტომ, პარტიას განვითარების პერსპექტივა არ აქვს.
"მიხეილ სააკაშვილი არ აძლევს ახალი თაობის მიდგომებს გასაქანს "ნაციონალურ მოძრაობაში", ის საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ აძლევს სხვას ლიდერობის საშუალებას - აქედან გამომდინარე "ნაციონალურ მოძრაობას" განვითარების პერსპექტივა არ აქვს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "TV პირველის" ეთერში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge