დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ძალიან ცოტა დარჩა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინები - კულუმბეგოვი 17.06.2021 17:40

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის - "კურევაკის" მესამე ფაზის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული კვლევების თანახმად, ვაქცინამ მხოლოდ 47 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა.

 

"კურევაკი (CureVac) - გერმანული წარმოების mRNA ვაქცინა (ფაიზერის და მოდერნას ანალოგი), რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობდი, სამწუხაროდ მესამე ფაზის კვლევის წინასწარი შედეგებით მხოლოდ 47%-იანი ეფექტიანობას აჩვენებს. ევროკავშირის ქვეყნებს წინასწარ განაცხადი ქონდათ გაკეთებული 400 მილიონი დოზის შესყიდვაზე.

 

ძალიან ცოტა დარჩა სამწუხაროდ ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა, ამიტომ გავიკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია. ყველაზე საუკეთესო გზა თავი დავიცვათ დელტა (ინდური) ვარიანტისთან მაინც არის ვაქცინაცია!" - წერს  კულუმბეგოვი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ