დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ხომ გახსოვთ, ჩვენი ულტრალიბერალები მეუფე იაკობს რა ეპითტებით ამკობდნენ, რაკი ლომჯარიამ მასზე კარგი თქვა, უცებ მეუფე პროგრესული და გადასარევი გახდა - ზაალ ანჯაფარიძე 17.06.2021 20:38

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმაურება არასამთავრობოების განცხადებას მეუფე იაკობთან დაკავშირებით და ასეთ კომენტარს აკეთებს:
- ხომ გახსოვთ, ჩვენი ულტრალიბერალები და "სვეცკი" შემადგენლობა მეუფე იაკობს რა ეპითტებით ამკობდა. ეხლა რაკი ლომჯარიამ მასზე კარგი თქვა, უცებ მეუფე პროგრესული და გადასარევი გახდა. ჩემპიონები არიან ორმაგ და ოცმაგ სტანდარტებში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მეუფე და ომბუდსმენი ერთმანეთს შეხვდნენ. „ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბოდბის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება, მათ შორის, იმაზე, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არ არის კარგი ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის, ასევე იმაზე, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ