დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ვერაფრით ვიგებ, როგორ შეიძლება ისე გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მისი ნგრევა გენატრებოდეს, ან გელანდებოდეს! - გიორგი კალანდია 17.06.2021 21:57

გიორგი კალანდიას პოსტი:
ძვირფასო მეგობრებო, აი ასე გამოიყურებოდა უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლე რეაბილიტაციამდე, თავადაც ხედავთ საგანგაშო და ნგრევის პირამდე მისულ მდგომარეობას! თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან, ხმამახლა, საჯაროდ, ისე რომ არ შერცხვეთ რომ თითქოს „სასახლე დღეს უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ის რეაბილიტაციამდე იყო“. სინამდვილე კი ასეთია ნიკოსეულ სასახლეში ფონდ „ქართუს“ თანადგომით მიმდინარეობს რესტავრაციის მეორე ეტაპი. 24 დარბაზიდან, 4 ში მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები, რაც ითვალისწინებს იატაკის გარკვეული მონაკვეთების შეცვლას, ასევე დროებით გადახურვებზე, ჟოლოფებზე, წყალ-ამრიდებზე. შენობა ჯერ გახსნილი არ არის, ის ოფიციალურად ექსპლუატაციაში არ შესულა და არც დამთვალიერებელს იღებს, მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება მესამე, დასკვნითი ეტაპი, რაც ექსპოზიციის განთავსებას ითვალისწინებს... ყველაფერი შემიძლია გავიგო, ნამდვილად შეიძლება გძულდეს ეს თუ ის პოლიტიკოსი, თუნდაც საქველმოქმედო ფონდი, კონკრეტული პიროვნება, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიგებ როგორ შეიძლება ისე გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მისი ნგრევა გენატრებოდეს ან გელანდებოდეს! გქონდეს იმედი რომ „თუ ქვაქვაზე არ დარჩება ახალში მაინც აგირჩევენ ხუროთმოძღვრად“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ