დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ტრანსპორტის მენეჯერი" არის ჩვეულებრივი ქართულ-ჯიგრული "მძღოლი", ისადა... "ნეხვი" როგორ არის ფრანგულად, "ნეხვი"? - გიორგი იაკობაშვილი 17.06.2021 23:43

გიორგი იაკობაშვილის პოსტი:

ერთ იმპორტიორს სარეკლამო რგოლი გადაუღია და აქ, ფბ-ზე აქვეყნებს გადამღები ჯგუფის სრულ შემადგენლობას, სადაც პროდიუსერთან, რეჟისორთან და მსახიობთან ერთად ვხედავთ "ფროდაქშენის ჰედს", "ქოფის", "ფლეიბექს", "ფოკუს ფულერს", "სტედიკამს" და "სტედიკამის ასისტენტს", მთელ ამ მაშასადამე-ევროპული ანსამბლიდან უცნაურად არის ამოვარდნილი პოზიცია "ხმა"... არადა, "მაშასადამე ევროპულობაში" სიას აშკარად "ვოისი" უფრო მოუხდებოდა. ჰო, კიდევ ტიტრებში არის ასეთი პოზიცია - "ტრანსპორტის მენეჯერი", რაც, როგორც მივხვდი, არის ჩვეულებრივი ქართულ-ჯიგრული "მძღოლი" . ამ უკანასკნელზე გამახსენდა: აბსოლუტურად გენიალურ ფილმში "ნებრასკა" არის დიალოგი - ბიცოლა ეკითხება ბობს: "ბობ, შენ გაუპატიურებაზე იჯექი, ხომ?" პასუხის გაცემა ბობს მისმა დედიკომ დაასწრო: "ეს არ იყო გაუპატიურება. ეს იყო სექსუალური თავისუფლების ხელყოფა".
მაშ, "ფროდაქშენის ჰედი", ხომ? მაშ, "ფოკუს ფულერი", არა?! კახელმა მოწმემ რომ თქვა სასამართლოზე - შორიდან მეც ეგრე მეგონაო... ისადა... "ნეხვი" როგორ არის ფრანგულად, "ნეხვი"???

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ