დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ფარული გლობალური კრიზისი - გაერო-ში "შემდეგი პანდემია" დაასახელეს 18.06.2021 12:04

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, წყლისა და მიწის გამოყენებასა და კლიმატის კუთხით საგანგებო სიტუაციების დაძლევისთვის დაუყოვნებლივ ზომები მიიღოს. კერძოდ, საუბარია გვალვაზე, რომელსაც გაერო-ში "შემდეგი პანდემია" უწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

 

”გვალვა არის ფარული გლობალური კრიზისი, რომელიც "შემდეგ პანდემიად" გადაქცევის საფრთხეს შეიცავს, თუ ქვეყნები არ მიიღებენ სასწრაფო ზომებს წყლისა და მიწის გამოყენებასა და კლიმატის კუთხით საგანგებო სიტუაციების დაძლევისთვის", - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებში მამე მიზუტორიმ.

 

გაერო-ს ცნობით, წელს გვალვის შედეგად, სულ მცირე, 1.5 მილიარდი ადამიანი დაზარალდა, ეკონომიკურმა დანახარჯმა კი ამ პერიოდში 124 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

 

ამასთან, სპეციალისტების თქმით, რეალური ღირებულება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი იქნება, ვინაიდან ეს შეფასებები არ მოიცავს განვითარებად ქვეყნებზე გავლენის დიდი ნაწილს.

 

"მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოს უმეტესი ნაწილი წყლის სტრესით იცხოვრებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთხოვნა გაასწრებს მიწოდებას. გვალვა მიწის დეგრადაციისა და ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა შემცირების მთავარი ფაქტორია”, - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებში მამე მიზუტორიმ.

 

მისი თქმით, გვალვა ახლა მასშტაბებს იძენს და საუკუნის ბოლოს ის, მეტ-ნაკლებად, ყველა ქვეყანაში მოვა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ