დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ძალიან მტკივა ეს ისტორია - გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა 18.06.2021 12:13

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. 

 

ფეხბურთელის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ სალომე ბოკუჩავას სტატუსს აზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"18 ივნისი შარშან ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მხოლოდ 20-ში გაიგო მედიამ, რომ ვიღაც ფეხბურთელს ეძებდნენ მცხეთაში. ყველაფერი შაქარას მეგობრის პოსტით დაიწყო, 21-ში დილით შოთიკო და ბერძენამ მცხეთაში გამიშვეს. გზაში ვიყავი, შსს-მ განცხადება გაავრცელა წყლის დონე დავწიეთ, დრონებით ვმუშაობთ, 40-ზე მეტი მაშველი და მყვინთავია ადგილზეო. გზაშივე გავიგე რომ ჩხუბი იყო, მაგრამ არ ვიცოდი, რა და როგორ. 

 

პოლიციასთან მივედი, ნიკა ჯაჭვაძე და შაქარას მეზობელმა ჩხუბის ამბავი დამიდასტურეს, ასე დაიწყო დიდი ტრაგედიის დიდი ამბავი. მახსოვს თამუნა, დედამისი, რომელიც მანქანაში იჯდა მდუმარე, არ ვეკარებოდით, არც გვიკარებდა და ასე ჩუმად ელოდებოდა პასუხს. 

 

20-ში ღამე უკვე შოკირებული ვიყავი იმ ამბით, რომელოც სრულად არც ვიცოდი. როცა იპოვეს, პირველი ჩვენ გავიგეთ შაქარას ცხედრის პოვნის შესახებ, ტატომ უფრო სწორად და მე დამირეკა, მეგონა ცოცხალი იპოვეს და თურმე… ჩვენი კამერა მაშველებთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე. ეს იყო ყველაზე მძიმე ჩართვა, ყველაზე მტკივნეული, ურთულესი. შემდეგ იყო ოჯახის და მეგობრების რეაქციები, დაკავებები, გამოძიება, საქმის მასალები და ადამიანური გრძნობები, ემოციები, ტკივილი, საშინელი სიზმრები, თეთრად გათენებული ღამეები, უმძიმესი ფოტო მასალები, კადრები, ჩანაწერები, ჩვენებები, ჩვენებები, რომლებიც ტვინიდან არ ამომდის. ეწერა, რომ შეეშინდათ, ეს სიტყვა "შიში" ხშირად მხვდებოდა და ყოველ ჯერზე ვტიროდი, როცა წარმოვიდგენდი რომ ეშინოდათ, ეშინოდა, ტკიოდა. ცხედრის პოვნის შემდეგ რთული იყო ცხედრის ფოტოების ნახვა, შემდეგ ამ ფოტოებით ჩართვაზე დადგომა. ერთია გაბლარული ფოტოს ჩვენება ეთერში და მეორეა, რაც ნახე შენ. რთული იყო მას შემდეგ ცხოვრებაც. ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვა მაქვს დღემდე, სულ მჭამს კითხვები, სულ ვერსიებში ვარ, სულ პასუხების ძიებაში, ამავდროულად ბევრი ემოცია, ულევი და უსასრულო.

 

შაქარა ყოველთვის დარჩება ვარსკვლავივით ბიჭი, ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. ძალიან მტკივა ეს ისტორია, ეს საბედისწერო ღამე და დანგრეული, განადგურებული ოჯახი. ის ადამიანებიც მტკივა, რომლებიც არაფერ შუაში არიან და უბრალოდ სტუმრები იყვნენ.

 

დღეს ალბათ ისევ შეიკრიბებიან ანა გაბეჩავას მეგობრები, რომ მასთან ერთად შეხვდნენ კიდევ ერთ მის დაბადების დღეს, როცა გაბეჩავას დაბადების დღე დადგება ერთი წელი გავა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან.

 

კიდევ ერთხელ ვუზიარებ თამუნას, ანას, ლევანს. ეს არის ტრაგედია თქვენიც, ჩვენიც, საზოგადების რომელსაც რაღაც შეგვეშალა, რაღაც ვერ გავთვალეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ", - წერს სალომე ბოკუჩავა.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

 

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ