დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა 18.06.2021 12:38

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ვირუსს 2 მილიონი ადამიანი პანდემიის დაწყებიდან 1 წელში ემსხვერპლა, შემდეგი 2 მილიონი ფატალური შემთხვევა კი მხოლოდ 166 დღეში დადასტურდა.

 

ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს შეერთებულ შტატებს, ბრაზილიას, ინდოეთს, რუსეთსა და მექსიკას. ამ ხუთ ქვეყანაზე მსოფლიოში დაღუპულთა საერთო რაოდენობის 50%-ი მოდის. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, წილობრივად ყველაზე მეტი ადამიანი პერუში, უნგრეთში, ბოსნიაში, ჩეხეთსა და გიბრალტარში დაიღუპა.

 

ჯანდაცვის ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში დაღუპულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აჭარბებს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ