დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ლაშა ხეთერელის ამბავს მალავდით, სიმართლე ეს არის - დავით ქაცარავა 18.06.2021 13:21

ალბათ გახსოვთ ლაშა ხეთერელი, ოკუპანტების ტყვე, რომელიც ჩვენ შემთხვევით აღმოვაჩინეთ ოკუპანტების ტყვეობაში მისი გატაცებიდან დაახლოებით 4-5 თვეში, - ამის შესახებ ორგანიზაციის „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

 

"ოკუპანტებმა მას 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც აღმოჩნდა, ლაშა ხეთერელი 2020 წლის 30 ივნისიდან იყო დატყვევებული.

დღეს, მას გაუვიდა პატიმრობის ვადა და ოკუპანტებმა ლაშა დააბრუნეს..

შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებო:

უმორჩილესად გთხოვთ, არ დაიწყოთ ახლა, მუხლჩაუხრელად ვიბრძოლეთ და აი, ოკუპანტებს გამოვაშვებინეთ ეს ბიჭიო.

2020 წლის 30 ივნისს გაიტაცეს და 2021 წლის 17 ივნისს გამოუშვეს.

ესაა და ეს.

და ლაშა ხეთერელის ამბავს კიდევ მალავდით. სიმართლე ეს არის.

ოკუპანტის ტყვეობაში კი რჩებიან :

ზაზა გახელაძე

გენადი ბესტაევი

ირაკლი ბებუა ,"- წერს დავით ქაცარავა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ