დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"მთავრობამ ერთი თვის წინ ზარ -ზეიმი მოაწყო, იაფად ავიღეთ სესხიო"- რომან გოცირიძე 18.06.2021 14:17

ზარალიანმა და გაკოტრების პირას მისულმა საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი დოლარის ბონდები განათავსა ლონდონის ბირჟაზე და წინა განთავსებასთან შედარებით ორჯერ იაფად ისესხა ფული (ძველი ვალების გადასაფარავად), - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

"ცოტა ხნით ადრე იგივე გააკეთა გაზისა და ნავთობის კორპორაციამ. ანუ ოღონდ ვინმემ ისესხოს და იაფი ფული ყრია მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე. მთავრობამ კი ერთი თვის წინ ზარ-ზეიმი მოაწყო, შემოგვხედეთ ხალხო, იაფად ავიღეთ სესხიო.

 

შამპანურებსაც გახსნიდნენ მოყუჩებულში. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ფულით ნაყიდს, ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან,"- წერს რომან გოცირიძე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ