დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რატომ დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიწვევას - რას წერს უცხოური პრესა 18.06.2021 14:23

უცხოურ პრესაში ბევრია ისეთი სტატიები, რომლებშიც ამ დღეების მთავარი მოვლენის - რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ჟენევური რანდევუა შეფასებული.


როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის («BBC Russian») მიერ მომზადებული უცხოური პრესის მიმოხილვაშია აღნიშნული, ჟენევის შეხვედრის შესახებ საერთაშორისო პრესის ყველაზე ზუსტი შეფასება ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმს“-ის («The New York Times») მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაურშია გადმოცემული: „ბოდიში, ბაიდენ, მაგრამ პუტინისთვის სულ ერთია“.


პუბლიკაციის ავტორი მსჯელობს იმაზე, თუ რატომ დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის მიწვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსმა ლიდერმა წინასწარ კარგად იცოდა - ჯო ბაიდენი შეხვედრას საჯარო ლექციად გადააქცევდა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე.


„კრემლი დროს აჭიანურებდა. შესაძლოა ვლადიმერ პუტინს სურდა ამ შანსით ესარგებლა ურთიერთობის დეესკალაციის მიზნით, მაგრამ არის კიდევ ერთი აშკარა მიზეზი - მას ჯო ბაიდენისადმი შიში არ აქვს, მისი არ ეშინია. რაც არ უნდა განაცხადოს ჯო ბაიდენმა, როგორ სანქციებიც არ დააწესოს მისმა ადმინისტრაციამ, ვლადიმერ პუტინმა კარგად იცის, რომ მისი მდგომარეობა რუსეთში ურყევია:  პრეზიდენტის პოპულარობა ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, პირიქით, უფრო გაიზარდა“, - ხაზგასმულია სტატიაში.


„უბრალოდ რომ ითქვას, ჯო ბაიდენი გუშინ სიცარიელეს ელაპარაკებოდა. მისი ნათქვამი არანაირ გამოძახილს არ ჰპოვებს რუს ლიბერალებს შორისაც კი, რომლებიც ცრემლებს ღვრიან კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. იმიტომ, რომ ბევრ მათგანს იმედი გაუცრუვდა დასავლეთის და განსაკუთრებით აშშ-ის მიმართ - ვაშინგტონის მიერ ბოლო ათი წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის თაობაზე. კაცმა რომ თქვას, აშშ-ის რეპუტაცია დონალდ ტრამპმაც კარგად შეარყია და დააზარალა. და ასეთ ფონზე, როცა ვლადიმერ პუტინი აბსოლუტურად არაფრით არ რისკავდა, იგი მშვიდად გაემგზავრა ჟენევაში და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა... რაც შეეხება დასავლეთში მისი სახელის ირგვლივ შექმნილ იმიჯს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვლადიმერ პუტინს ეს სულაც არ ადარდებს“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული „ნიუ-იორკ თაიმს“-ის პუბლიკაციაში.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ