დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ანტიდემოკრატიული „თაიგულის“ დროს რუსეთის პრეზიდენტი თავს მაინც ცხენზე ამხედრებულად გრძნობდა - უცხოური პრესა 18.06.2021 14:43

ბრიტანული „გარდიანი“ («The Guardian») სტატიაში „ჟენევის კარგად მომზადებულ სამიტზე რაიმე შემთხვევა არ მომხდარა“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი - უკრაინაში შეჭრის, ინგლისის სოლსბერში „ნოვიჩოკით“ მოწამვლების, ალექსი ნავალნის დევნის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდაჭერის მიუხედავად  - დასავლეთთან დიალოგს მაინც ახერხებს.


და ასეთი ანტიდემოკრატიული „თაიგულის“ დროს რუსეთის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, თავს მაინც ცხენზე ამხედრებულად გრძნობდა: ჯო ბაიდენთან შეხვედრისას და პრეს-კონფერენციაზე უფრო თავისუფლად იყო, ვიდრე მისი ამერიკელი მოსაუბრე, ლევ ტოლსტოის ციტირებას ახდენდა და თავს ნებას აძლევდა, მისთვის არასასიამოვნო კითხებისთვის გვერდი აევლო და მათზე პასუხი არ გაეცა - მაგალითად, ნატოში უკრაინის სავარაუდო მიღების შესახებ მან განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვას, უბრალოდ, არ აპირებს.


ჯო ბაიდენი კი, - აგრძელებს „გარდიანი“, - იგრძნობოდა, რომ სულ მუდმივად დაძაბული და მზადყოფნაში იყო - მას არ სურდა, რომ ჰელსინკური შემთხვევა განმეორებულიყო, როცა 2018 წელს ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს „როგორც უნდოდა, ისე ატრიალებდა“.


ჟენევაში ერთობლივი პრეს-კონფერენცია არ გამართულა - ანუ „პრეზიდენტების პრეს-სამსახურების გზა ერთმანეთთან არ გადაკვეთილა“. რუსეთის ლიდერის ვიზიტი შვეიცარიაში ისე იყო დაგეგმილი, რომ იგი ჟენევაში პირველი უნდა ჩასულიყო, რათა ჯო ბაიდენს მისთვის არ დაეცადა. სამიტის საორგანიზაციო ღონისძიებები თითქოს იმას მიანიშნებდნენ, რომ მხარეები რაიმე „გარღვევას“ არ გეგმავდნენ და ამიტომაც ყველაფერი მტკიცედ იყო დაგეგმილი - „რაიმე შემთხვევითობისათვის“ არც ადგილი და არც დრო გათვალისწინებული არ იყო. ყოველ მათგანს თავისი აზრი მკაფიოდ და იმპროვიზაციის გარეშე უნდა გაეცნო მეორისათვის.


და თუმცა ჯო ბაიდენისათვის ჟენევის სეხვედრა უფრო რთული იყო, იგი დარწმუნებულია, რომ თავისი მთავარი აზრი ოპონენტს ზუსტა და კარგად გააცნო, - აღნიშნულია „გარდიან“-ში გამოქვეყნებული სტატიის დასასრულს.

 


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ