დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ეს შეგნებულად გააკეთეს, თუ სიბრიყვით მოუვიდათ? - ხუხაშვილი პროკურატურის ბრიფინგზე 18.06.2021 15:23

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება:

 


"თუ პროკურატურას უნდოდა ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით საქმის დახურვა, ეს უნდა გაეკეთებინა ყოველგვარი ხმაურის გარეშე.
ბრიფინგით მათ მოახდინეს უკვე პრაქტიკულად მივიწყებული საქმის აქტუალიზაცია, რითაც კიდევ უფრო დააზიანეს ჩანაწერის ფიგურანტები.
ახლა მთავარი კითხვაა - ეს შეგნებულად გააკეთეს, თუ სიბრიყვით მოუვიდათ?"- წერს გია ხუხაშვილი.

 


შეგახსენებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

 


„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების, ამ ეტაპზე დადგენილი გარემოებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ."

 


განცხადება იხილეთ ვრცლად.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ