დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ჰიპერმარკეტების ქსელი "მოდუსი“ მალე ფასდაკლების აქციებითა და განახლებული შოურუმებით გიმასპინძლებთ 18.06.2021 15:29

უკვე 20 წელზე მეტია, რაც სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი  „მოდუსი“  ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

 

„მოდუსმა“ მოღვაწეობის წლები ქალაქ ბათუმიდან დაიწყო, სადაც, პირველი ჰიპერმარკეტი გაიხსნა. მან განვითარების საკმაოდ დიდი გზა განვლო. დღეისათვის, კი, „მოდუსი“ უკვე  სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელის სახელით გხვდებათ და  იგი მოიცავს 5 გრანდიოზულ ფილიალს თბილისისა და ბათუმის მასშტაბით.


„მოდუსში“ მოსულ მომხმარებელს 50 000-მდე დასახელების საშუალო, მაღალი და პრემიუმ კლასის პროდუქციის საკმაოდ ფართო არჩევანი დახვდება. აქ წარმოდგენილია როგორც  ევროპული, ასევე აზიური და ადგილობრივი წარმოების პროდუქცია.

 


„მოდუსი“ თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიც არის: BETEK და VIKO BY PANASONIC, რომელთა ოფიციალური დილერიც, სწორედ მოდუსია. ასევე: YURTBAY, RINO, SERAMIKSAN, USAK, ესპანური ბრენდი ROCA, HALCON, IBERO, ბელორუსიული ბრენდი KRONOSPAN, თურქული ბრენდი CAMSAN და სხვა მრავალი წამყვანი ბრენდის წარმომადგენლობასთან. 
აქ წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ყველა წამყვანი ბრენდი ერთ სივრცეში, რაც გაგიმრტივებთ არჩევანის გაკეთებას. „მოდუსში“ ყველაფერია, - მშენებლობის, რემონტის, სახლისა და ეზოს მოსაწყობად!

 

სულ მალე, "მოდუსის" ერთ-ერთი ფილიალი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, N65-ში მდებარეობს, გიმასპინძლებთ განახლებული და გაფართოებული შოურუმებით. გარდა ამისა, „მოდუსის“ იუბილის აღსანიშნავად, მომხმარებლებისთვის იგეგმება უამრავი სიურპრიზი, ფასდაკლებები და საჩუქრები. ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია განთავსდება როგორც რადიოებში, ასევე, - ტელევიზებსა და რა თქმა უნდა, „მოდუსის“ ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე.

 

აუცილებლად ადევნეთ თვალი „მოდუსის“ სიახლეებს და არ გამოტოვოთ ფასდაკლების დღეები.

 

(R)

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ