დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აზიანებს თუ არა COVID 19-ის ვაქცინა სპერმას? 18.06.2021 15:59

„თუ თქვენ ხართ მამაკაცი, რომელიც Covid 19-ის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით ყოყმანობთ, რომ ვაქცინამ შეიძლება ნაყოფიერებას ზიანი მიაყენოს, აღნიშნული აზრი მოიშორეთ“- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კვლევა Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილ მამაკაცებში ჩატარდა.
 
ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა JAMA-ში Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ, სპერმის რაოდენობასა და ხარისხზე ვაქცინას ჯანმრთელ ახალგაზრდებში გავლენა არ მოუხდენია.
 
„ახლა ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ იმუნიზაციისაგან რისკი თქვენი სპერმის რაოდენობის კომპრომეტირებისთვის ძალიან დაბალია“ - განაცხადა ჩიკაგოს ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორმა, დევიდ კოენმა.
 კოენი იყო სისტემური მიმოხილვის თანაავტორი, რომლის თანახმად, კორონავირუსი არ არის სქესობრივი გზით გადამდები.
„ეს დამაიმედებელი მონაცემებია, რაც მიგვანიშნებს, რომ COVID 19–ის ორი დოზის მიღების შემდეგ სპერმატოზოიდების ხარისხი მნიშვნელოვნად არ იცვლება. ვიმედოვნებ, რომ ეს გარკვეულწილად დააიმედებს ნებისმიერ მამაკაცს, ვინც შეშფოთებულია, რომ ვაქცინას თუ გაიკეთებს, ამით ეჭვქვეშ დააყენებს ნაყოფიერების ხარისხს“ - განაცხადა პროფესორმა ალან პეისიმ.
 
კვლევაში გამოყენებული იყო 25-დან 31 წლამდე 45 მამაკაცის სპერმის ნიმუშები, რომლებიც წინასწარ იქნა გამოკვლეული, იმისათვის, რომ დარწმუნებულიყვნენ რომ მათ ნაყოფიერების პრობლემა არ ჰქონდათ. ნიმუშების აღება მოხდა ვაქცინის პირველი დოზის მიღებამდე, შემდეგ კი მეორე დოზის მიღებიდან 70 დღის შემდეგ. საბოლოოდ, შეისწავლეს სპერმა, მისი მოცულობის, კონცენტრაციის, მოძრაობისა და სპერმის მთლიანი რაოდენობის დასადგენად.
 
„ჩვენ ვერ შევნიშნეთ სპერმატოზოიდების პარამეტრების ცვლილებები ახალგაზრდა ჯანმრთელ მამაკაცებში, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ორივე დოზა. გამოკვლევამ არ შეამოწმა Johnson & Johnson ან AstraZeneca-ს ვაქცინებით აცრილები.
 
თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ვაქცინების მუშაობის მექანიზმი საკმაოდ მსგავსია, მიუხედავად განსხვავებული გენეტიკური მასალისა, ამიტომ ბიოლოგიიდან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ სხვა ვაქცინებსიც ამ ორი ვაქცინისგან განსხვავებული რამ უნდა არსებობდეს“- განაცხადა კვლევის ავტორმა მაიამის ჯანმრთელობის სისტემის უნივერსიტეტის მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და ქირურგიის დირექტორმა, დოქტორ რენჯით რამასამიმ.
 
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების დასადასტურებლად, სხვადასხვა ასაკის მამაკაცებთან საჭიროა დამატებით უფრო დიდი კვლევები .
 
კვლევის ფარგლებში არ გამოუკვლევიათ სხვა, მაგალითად, Johnson & Johnson-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინის ზემოქმედება, თუმცა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, არც ამ ვაქცინების შემთხვევაში ელიან განსხვავებულ მონაცემებს.
 
აღნიშნული კვლევის ფარგლებში, 25-დან 31 წლამდე ასაკის, მხოლოდ 45 კაცი გამოიკვლიეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, სრული სურათისთვის, საჭიროა, უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ