„ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, ექიმების გასამართლებას ითხოვს!“ - თენგიზ ცერცვაძე

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები აგრძელებენ მცდელობებს, რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინინონ საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია, გაუჩინონ მოსახლეობას დაუცველობის განცდა და უნდობლობა ქვეყნის და ჯანდაცვის ხელმძღვანელობის და ექიმების მიმართ, - ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.
ცერცვაძე, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძეს მიმართავს.
 
"დემაგოგია ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა“
 
პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები აგრძელებენ მცდელობებს, რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინინონ საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია, გაუჩინონ მოსახლეობას დაუცველობის განცდა და უნდობლობა ქვეყნის და ჯანდაცვის ხელმძღვანელობის და ექიმების მიმართ.
 
პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ბ-ნი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყნის ხელისუფლებას და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს COVID პანდემიის ძალიან ცუდი მართვის და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მძიმე ბრალდებებს უყენებს და არც მეტი არც ნაკლები „პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს“?!
 
ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, რომელიც სახელმწიფო წესრიგის მოშლის და ადამიანებში ყველაზე ქვენა ინსტიქტების გაღვივების მეტი არაფერი გაუკეთებია, იმ ექიმების გასამართლებას ითხოვს?! რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინეს და ქვეყანას მასშტაბური COVID ტრაგედია ააცილეს. არაფერს ვამბობთ ათეულ ათასობით C ჰეპატიტით ავადმყოფების სიცოცხლის გადარჩენაზე. ისე საინტერესოა, ბ-ნი ზურაბი ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს.
 
ბ-ნი ზურაბის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საქართველო „1 მილიონ ადამიანზე COVID გარდაცვლილების რაოდენობით 222 ქვეყანას/ერთეულს შორის 39-ე ადგილზეა“, რაც, მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში COVID კატასტროფის მაჩვენებელია.
 
სინამდვილე კი შემდეგია:
 
ბ-ნი ზურაბის მეთოდიკით და ლოგიკით რომ ვიხელმძღვანელოთ, მაშინ გამოდის, რომ მაგალითად, სირიას, ტაჯიკეთს, ავღანეთს, სომალის, ეთიოპიას, ბურკინა ფასოს, ჰაიტის და კიდევ 150-ზე მეტ მსგავს ქვეყანას 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით აშშ-ზე და ევროპის უკლებლივ ყველა ქვეყანაზე გაცილებით უფრო დაბალი სიკვდილობა აქვთ და შესაბამისად, COVID პანდემიას უკეთესად მართავენ? რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი დაიჯერებს ამას. ეს არც ბ-ნ ზურაბს სჯერა (მას ხომ ინტელექტი უდავოდ არ აკლია), მაგრამ ეს მას ნაკლებად ადარდებს. მთავარია ხალხი მოატყუოს და ხელისუფლების წინააღმდეგ აამხედროს.
 
საქმე იმაშია, რომ როდესაც COVID სიკვდილობაზე და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე ვლაპარაკობთ, საქართველო უნდა შედარდეს მხოლოდ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს, იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი რეგიონის უმეტეს (უმეტეს და არა ყველა) ქვეყნებში ჯერ ერთი COVID პანდემიის კანონზომიერებები განსხვავებულია და მეორე და მთავარი ის არის, რომ ამ ქვეყნებში (ერთეულების გარდა) აღრიცხვისა და ანგარიშგების პრინციპები და მათი სანდოობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და მათი შედარება ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან სრულიად არარელევანტურია.
 
ახლა შევადაროთ საქართველოში COVID სიკვდილობის მაჩვენებლები ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს.
 
ქვეყანაში COVID პანდემიის მართვის შეფასება რამოდენიმე მაჩვენებლით ხდება, მაგრამ მათგან მთავარია ორი მაჩვენებელი: 1. COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) და 2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა.
 
პირველი მაჩვენებელი (CFR) პირდაპირ ასახავს COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის და მკურნალობის ხარისხს და არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის სიდიდეზე და არც COVID შემთხვევების რაოდენობაზე.
 
მეორე მაჩვენებელი კი უკვე ინტეგრალური მაჩვენებელია და დამოკიდებულია არამარტო კლინიკური მართვის ხარისხზე, არამედ ქვეყანაში COVID-19-ით ავადმყოფთა საერთო (კუმულაციურ) რაოდენობაზე.
 
პირველი მაჩვენებლით - COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტით საქართველოს (CFR- 1.43%) ცალსახად უკეთესი (უფრო დაბალი) მაშვენებლები აქვს, ვიდრე აშშ-ს (CFR - 1.79%), კანადას (CFR- 1.85%) და მექსიკას (CFR – 9,43%) და ევროპის 35 ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ბოსნიას, ბულგარეთს, უნგრეთს, მაკედონიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუმინეთს, პოლონეთს, რუსეთს, მოლდოვას, ბელგიას, უკრაინას, ხორვატიას, ჰიბრალტარს, ესპანეთს, Channel islands-ს, სომხეთს, პორტუგალიას, ლიხტენშტეინს, საფრანგეთს, ალბანეთს, ირლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, Isle of Man-ს, სან მარინოს, სლოვენიას, ავსტრიას, მონტენეგროს, ლიტვას შვეიცარიას და აზერბაიჯანს).
 
მეორე მაჩვენებლით - 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო (1280 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) ასევე ცალსახად ჩამორჩება აშშ-ს (1850 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე), მექსიკას (1769 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) და ევროპის 27 ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს, იტალიას, უნგრეთს, ბოსნიას, ჩეხეთს, ჰიბრალტარს, სან მარინოს, მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, სლოვაკეთს, ბელგიას, სლოვენიას, ხორვატიას, პოლონეთს, ესპანეთს, საფრანგეთს, პორტუგალიას, რუმინეთს, ანდორას, ლიტვას, ლიხტენშტეინს, მოლდოვას, სომხეთს, შვედეთს, ლატვიას და ლუქსემბურგს).
 
და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანაა და ვაქცინაციაც დაგვიანებით დაიწყო.
 
საინტერესოა, ბ-ნი ზურაბის აზრით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის ხელმძღვანელობა და ექიმებიც უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, თუ არა.
 
მე ვთხოვ ბ-ნ ზურაბს დაგვისახელოს საქართველოში ერთი დარგი მაინც (მედიცინის დარგების ჩათვლით), რომელშიც საქართველო სჯობნის აშშ-ს და ევროპის 35 ან თუნდაც 27 ქვეყანას და მერე გვიპასუხოს საქართველოში COVID პანდემიის მმართველი პირები პასუხისმგებაში მიცემას იმსახურებენ, თუ დაფასებას და მხარდაჭერას.
 
ახლა რაც შეეხება შეზღუდვებს და ლოქდაუნებს, რაშიც ბ-ნი ზურაბი ასევე გვადანაშულებს. ისინი რა თქმა უნდა იყო, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, ჩვენთან არასდროს ყოფილა ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიცაა: მხოლოდ ერთი პიროვნების სტუმრობის უფლება სხვა ოჯახიდან, მხოლოდ 6 ადამიანის შეკრების უფლება და გაადგილების შეზღუდვა 15 კილომეტრიანი რადიუსით საცხოვრებელი ადგილიდან (გერმანია), კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე (საფრანგეთი), საკუთარი სახლიდან გამოსვლის უფლების შეზღუდვა აუცილებელი მიზეზის გარეშე (დიდი ბრიტანეთი), სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად და მოხუცების და ბავშვების მოსავლელად (ესპანეთი), სახლში მხოლოდ ერთი პიროვნების მიღების (ვიზიტის) უფლება და ე.წ. „ოთხის წესი“ სახლის გარეთ შეხვედრებისას (ბელგია), საკუთარ სახლებში სტუმრების მიღების აკრძალვა მათ გარდა ვინც უვლის ბავშვებს, მოხუცებს და ავადმყოფებს, ქორწილის შეზღუდვა 6 ადამიანით და დაკრძალვის - 10 ადამიანით (ირლანდია), სახლიდან გადაადგილების შეზღუდვა მაქსიმუმ 1000 მეტრით, შეკრების უფლება მხოლოდ 5 ადამიანამდე დახურული სივრცეში და 10 ადამიანამდე - ღია სივრცეში (ისრაელი), თვით ბრიტანეთმაც კი, რომელმაც უკვე მოსახლეობის 2/3 აცრა, სულ ახლახანს დაანონსებული შეზღუდვების მოხსნა გადადო ა.წ. 21 ივნისიდან 19 ივლისამდე და ა.შ. და ა.შ.
 
ახლა რაც შეეხება COVID პანდემიის სამართავად მოზიდული სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და „მოპარვას“. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოს COVID პანდემია 16 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდა (ახლა ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნება) და რა გასაკვირია, რომ საქართველოსაც სერიოზული ხარჯები ჰქონდა, თუმცა ეს ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ჩვენ პირადად არანაირი, თუნდაც სიმბოლური შეხებაც კი არ გვქონია არანაირ ფინანსებთან და ხარჯვასთან, მაგრამ მაინც მინდა ვკითხო ბ-ნ ზურაბს - თუ ყველაფერი „მოიპარეს“, მაშინ რის ხარჯზე კეთდება უფასოდ ყოველდღიურად 30 ათასზე მეტი ტესტი (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში). რის ხარჯზე იქნა მობილიზებული 6 ათასზე მეტი COVID საწოლი მთელი თავისი მედპერსონალით, აღჭურვილობით და მედიკამენტებით, რის ხარჯზე გატარდა 100 ათასზე მეტი ჰოსპიტალური და 250 ათასზე მეტი ამბულატორიული COVID ავადმყოფი და ყველა - უმაღლესი საერთაშორისო სტადარტებით. რის ხარჯზე შეიქმნა 60-ზე მეტი „ონლაინ კლინიკა“, რის ხარჯზე იქნა მობილიზებული 4 ათასზე მეტი ადგილი (პიკის პერიოდში) COVID სასტუმროებში, რის ხარჯზე ხდება ძალიან დიდი რაოდენობის COVID პაციენტების ნაკადების ეფექტიანი მართვა (ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში), რის ხარჯზე იქნა ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილი ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით, რის ხარჯზე შემოდის COVID ვაქცინის ასი ათასობით და მილიონობით (ა.წ. ივლისიდან) დოზა, რის ხარჯზე გაეწია სუბსიდირება და ფინანსური დახმარება მთელ რიგ დარგებს და მთელ რიგ სოციალურ ფენებს და ა.შ. და ა.შ.
 
კონკრეტულად კიდევ რა უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა (ვაქცინაციის დაგვიანების გარდა) ქვეყანაში COVID პანდემიის სამართავად და საიდან იცის ბ-ნმა ზურაბმა, რომ ყველაფერი „მოიპარეს“.
 
მე მინდა ვთხოვო ბ-ნ ზურაბს შემხვდეს პირადად და განმარტოს, თუ რა ნახა პირადად ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. კერძოდ, მოვითხოვ დაგვისახელოს ჩემს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი სერიოზული სამედიცინო შეცდომა (ვაქცინაციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს), დაგვისახელოს თუნდაც ერთი ავადმყოფი, რომლისგანაც მე მთელი ჩემი 50-წლიანი საექიმო საქმიანობისას თუნდაც ერთხელ ამიღია რაიმე ჰონორარი გინდ ფორმალურად, გინდ არაფორმალურად (ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა). დამისახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მე COVID პანდემიასთან დაკავშირებით რაიმე ფორმით, თუნდაც მინიმალური სარგებელი მიმეღოს. თუ ის ამას ვერ შესძლებს, მაშინ მე მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
მოკლედ, დემაგოგია ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა და დამანგრეველია სახელმწიფოსთვის", - წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019