დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

18 ივნისს საღამოს 22:00 საათიდან 19 ივნისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონის ქუჩებს - ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 18.06.2021 20:06

დღეს, 18 ივნისს დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირის N60-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით რთული ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 18 ივნისს საღამოს 22:00 საათიდან ხვალ, 19 ივნისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წერეთლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირის ნაწილს, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, ქუთაისის, სამტრედიის, მირცხულავს, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩებს; მტკვრის მარცხენა სანაპიროს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ