დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვისაც მიზანში ამოიღებენ, იგივე სიბინძურეს გაუკეთებენ და ეს მოხდება მედიის თავისუფლების დროშით - ზაალ ანჯაფარიძე 18.06.2021 20:26

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმაურება პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს და ასეთ კომენტარს აკეთებს:

 

 

- კიდევ ერთხელ გავეცანი პროკურატურის ბრიფინგს. წარმოიდგინეთ, თუკი ტვ-1 აქვს ტექნიკური საშუალებები ადამიანთა ხმების და საუბრების ასეთი დონის "გაფეიქების", გამოდის, რომ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც მიზანში ამოიღებენ, იგივე სიბინძურეს გაუკეთებენ, და ეს მოხდება მედიის თავისუფლების დროშით.

 

 

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით. მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ